12 ოქტომბერი, 2017
"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?!" - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე
ქართველი კინოვარსკვლავი, უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობმა ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი. ამ ფილმში მას პარტნიორობა სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა კოლელიშვილმა გაუწიეს, ორივე მსახიობი მომხდარით შეძრულია. "ეს იყო თავზარდამცემი და ყოვლად მოულოდნელი. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და ვემზადებოდით აქტიურად. არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია", - განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.

სოსო ჯაჭვლიანი kvirispalitra.ge - ს ლიკა ქავჟარაძეზე დიდი ტკივილით ესაუბრა:

- დ
ამუნჯებული ვარ, უმძიმესი იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება, თავიდან ვერც დავიჯერე... წარმოუდგენლად მეჩვენება - ლიკა ქავჟარაძეზე უკვე წარსულში ვილაპარაკო... ყველას ჰგონია, რომ "ნატვრის ხე" იყო პირველი ფილმი, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით... მანამდე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "სიყვარულო ძალსა შენსა", რომელიც რეზო გაბრიაძემ გადაიღო. ერთ-ერთი ნოველა იყო - კავკასიური რომანსი და ამ ფილმში ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობდით... მე და ლიკა თითქმის ორი წელიწადი გადასაღებ მოედანზე ერთად ვიყავით. "კავკასიური რომანსის" გადაღება დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და წელიწადზე მეტი "ნატვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამწუხაროდ იმის მეასედიც არ არის გადაღებული. ვერ გამოიყენა ამხელა სილამაზე ქართულმა კინომ! ქართველებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს, ადამიანი რომ წავა ამ ქვეყნიდან, მერე მივტირით... ჩვენ, ვინც ვიცნობდით, ლიკა ყოველთვის გვიყვარდა. გადასაღებ მოედანზე მთელი ჯგუფი მასზე იყო შეყვარებული, ძალიან ვუფრთხილდებოდით, რადგან ნამდვილი ფერია იყო ჩვენს თვალწინ... ახლა კიდევ ყველაფერს ვერ ვამბობ, რაც გულში მაქვს. დრო დამჭირდება აზრები რომ დავალაგო... 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS