12 ოქტომბერი, 2017
"პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ემოციური მიმართვა
ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, ლევან შანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ნუ გამიწყრებით დებო და ძმებო.... ისედაც გულნატკენები ვართ ძალიან ბევრნი დღეს, მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვავ და ეს დღეები ალბათ არაფერსაც არ დავწერ და არ გამოვაქვეყნებ, უბრალოდ კითხვა დამებადა... და ყველას აზრი მაინტერესებს:

როცა ყველა მისტირის..... როდესაც რამოდენიმე თაობის, თითქმის მთელი ერის საყვარელი, ულამაზესი ადამიანი, თავად სილამაზის და სიყვარულის სიმბოლო, თანაც ყველამ ვიცით რომ ამ ადამიანის სახელი მანდილოსნის სილამაზის ეტალონად იქცა და შეიძლება ითქვას სინონიმადაც,
მართლა დამებადა კითხვა ყველა საქართველოს მოქალაქისადმი: სად უნდა იყოს მოსვენებული და უკვდავყოფილი მისი სახელი? ყველას ვთხოვ ნუ გამსჯით, მომიტევეთ,

უბრალოდ გაიაზრეთ რაზეც ვსაუბრობ.... როგორც ამბობენ გრიბოედოვის მეუღლეც ნინო ჭავჭავაძე ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყოო... უეჭველად ასე იქნებოდა!, მაგრამ ,,მარიტა'' ანუ ყველასთვის ჩვენი ლიკა მართლაც რომ მთელი საქართველოს სიყვარულს იმსახურებდა და ფლობდა ამ სიყვარულს სად უნდა იყოს მისი ადგილი? აქ ამ მიწაზე? თორემ ჩვენი გულები მას ეკრანზე გამოჩენიდან დაპყრობილი ჰქონდა იმთავითვე! კარგის მთქმელს კარგი გამგონიც ესაჭიროება და ასეთებად მიმაჩნიხართ ჩემო დებო და ძმებო, დაფიქრდით და ეს თხოვნა შემისრულეთ, უბრალოდ გამოთქვით თქვენი მოსაზრება....

ჩემი კი მე უკვე გამოვთქვი! კარგ მთქმელს კარგი გამგონეც სჭირდება....

იქნებ იმათაც გავაგებინოთ ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში! ,,ვარსკვლავი'' კი სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ჩვენ ყველამ ვიცით სად არის! კიდევ ერთხელ მოვიბოდიშებ და გავიმეორებ კითხვას სად უნდა მოისვენოს რამოდენიმე თაობისთვის სიყვარულის, სინაზის და ერის მხრიდან საყოველთაოდ უდუდესი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებული ,,მარიტა'' ანუ ყველასთვის ჩვენი საყვარელი ადამიანი ლიკა ქავჟარაძე?

არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცეების უაზროდ წერა..... ( მეც და მასაც ალბათ ცუდად დაუმთავრდება და მოდით თავებს ნუ გავიუბედურებთ, ასე აჯობებს) უბრალოდ თქვით სად მიგაჩნიათ რომ უნდა იყოს სამარადისოდ ამ სიყვარულის (ანუ თითქმის მთელი ერის სიყვარულის ერთი ადამიანის მიმართ) მოსასვენებული ადგილი?!!!

დავიჯერო მარტო მე ვფიქრობ ამაზე??? არა მგონია ასე მარტო ვიყო და ასე ცოტანი ვიყოთ ვისაც ესმის რაზეც ვსაუბრობ, რა კითხვასაც ვაყენებ ჩემი ძმების და დების წინაშე!...

თუ ვცდები და მე ამ საქართველოში, სადაც სიყვარულს ვერც სიცოცხლეში უპოვიან სათანადო ადგილს და ვერც სიცოცხლის მერე, რა უნდა ვაკეთო? მაშინ ჩვენ რა მომავალი გველის? მე გეტყვით ამის პასუხს, მაგას აღარ დაგეკითხებით! ასეთი საქართველო მე არ მინდა....

ვინაიდან ეს საქართველო არ იქნება რაც არ უნდა ერქვას მას! ჩემს საქართველოში სიყვარულს და მეგობრობას დიდმა შოთამ უმღერა, ლიკამ სიყვარულიც მაგარი იცოდა და მეგობრობაშიც ბადალი არ ყავდა!

გემშვიდობებით და ველი თქვენს მოსაზრებებს ჩემს კითხვასთან დაკავშირებით, იმ იმედით რომ შესმენილი იქნება ჩემი თხოვნა! გთხოვთ სერიოზულად გაიაზრეთ სანამ დაწრეთ რაიმეს! ნუ დაივიწყებთ რომ პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს... დაამუხრუჭოს თავი და დაფიქრდეს იქნებ დუმილი ამჯობინოს? თუ მაინც და მაინც ვერ მოითმენს 2 წუთით მაინც დაფიქრდეს და მერე დაწეროს ასეთმა რაიმე, რათა შემდგომში ვეღარ თქვას ასეთმა ,,ადამიანმა'' დაუფიქრებლად მომივიდაო!
კიდევ ერთხელ მომიტევეთ ასეთი თხოვნის გამო!!!"-წერს შანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლილე
ჩჰემი მოკრზალებული სამზიმარი ლიკას ოჯახს :'( ვაკესჰი მრგვალ ბაGში, რომელსა შეეცვლება სახელი და ერქმევა მ არიტას ბაგი , აი აქ უნდა დაიკრზალოს და დაირგვება ბროწეულები და ლამაზი ნაძვი რომელიც ყველა ახალ წელს მოირტვება და განატდება ლამაზი ფერებიტ
04:34 / 13-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინე
გეთანხმებით,ბატონო ლევან,ბევრი გამოჩენილი,ხალხისათვის საყვარელი მსახიობი წავიდა ამ ქვეყნიდან დაუფასებელი და იქნებ დადგა დრო,რომ ხალხის სიყვარულსაც გაეწიოს ანგარიში.განა უსამართლობა არაა,რომ საქართველოში არ არსებობს ჰამლეტ გონაშვილის ვარსკვლავი?
22:36 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ნამდვილად გამორჩეულ ადგილზე! ეს საკუთარი გენის პატივისცემის გამოხატვაა! ის დარჩება ქართული მშვენიერების ნიმუშად, და მისი მშვენეირება გაუძლებს საუკუნეებს!
20:15 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინა
იქ სადაც მასავით ლამაზი ადგილია
18:52 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ტატა
თქვენ რასაც გულისხმობთ, ალბათ ზემდგომების გადასაწყვეტია ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
14:16 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სადმე სამოთხესავით ლამაზ ბაღს გავაშენებდი ბროწეულებით გარშემორტყმულს და მძინარე მზეთუნახავს ბროლის სასახლით იქ მივუჩენდი სამუდამო განსასვენებელს. ძალიან მტკივაა ლიკა უსასზღვროდ მიყვარდა
13:39 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ირინე დოლიძე
მიმაჩნია, რომ 1. აუცილებლად უნდა გაიხსნას ვარსკვლავი და 2.უნდა დაიკრძალოს პანთეონში, მსახიობების გვერდით.
13:23 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყველა გამოცჰენილი და საზოგადო მოგვაწის გვერდიტ მინიმუმ
12:40 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS