ზაზა კოლელიშვილის აზრით, მსახიობს არ ჰქონდა რაიმე მიზეზი, რაც სუიციდისკენ უბიძგებდა.
"ეს იყო თავზარდამცემი და ყოვლად მოულოდნელი. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და ვემზადებოდით აქტიურად. არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია. მას ვესაუბრე
გარდაცვალების მომენტში, როგორც მე ვიცი, ის მარტო იმყოფებოდა სახლში. მისმა ახლობელმა დარეკა პოლიციაში, რადგან ალბათ ის არ პასუხობდა ზარებს. სხვა ისეთი არაფერი ვიცი. ახლაც გაოგნებული ვარ. ეს არის მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი", - განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.