ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა არცერთ ქორწინებაში არ გაუმართლა. მას ჰყავს შვილი შვილიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.
რა გახდა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზი, ამის გარკვევას "რეიტინგი" მისი მეგობრებიდან შეეცადა. აღსანიშნავია, რომ ლიკა ქავჟარაძეს ბევრი მეგობარი არ ჰყავს. ის უფრო ჩაკეტილი და დეპრესიული ცხოვრებით ცხოვრობდა.
ალბათ ბავშვობიდან მომყვება ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ გათვლილი მაქვს ყველაფერი - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე და წამალზე. ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა.
27 ოქტომბერს დავით ოქიტაშვილის ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა სურდა. როგორც მისმა მეგობარმა შოთა კალანდაძემ "ამბები.გე"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ლიკა ბოლო დროს ძალიან გალაღებული იყო და ვარსკვლავის გახსნა უხაროდა.
შსს-მ მსახიობის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
თვითმკვლელობას არც ლიკას მეგობრები გამორიცხავენ. როგორც მათ "რეიტინგთან" ანონიმურად საუბარში განაცხადეს, ლიკას არაერთხელ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, რისი მიზეზიც მისი პირადი გრძნობები იყო. "ბევრჯერ დალია წამლები და სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ გადავარჩინეთ. იყო რაღაც, რაზეც არ ვისაუბრებ. ბოლოს თითქოს კარგად იყო, აღარ იყო დეპრესიაში, მაგრამ ბოლო დღეებში ტელეფონს არ პასუხობდა..."-განუცხადა "რეიტინგს" მისმა მეგობარმა.