რომელიც მას და მის დედას, საავადმყოფოში გადახდათ.
„გაოგნებული დავბრუნდი ტრამვატოლოგიურიდან - დედაჩემმა ხელი მოიტეხა და ჩავიყვანე ევექსის ტრამვატოლოგიურში. აქედანვე ვიტყვი, რომ პერსონალთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს - ყურადღებით ირჯებოდნენ, როგორც შეეძლოთ. გადაუღეს რენტგენი და ორი ვარიანტი გვითხრეს - ოპერაცია ან დაფიქსირება სახვევით. ასაკის და მწვავე ჰიოპერტონიის გათვალისწინებით, ოპერაციაზე უარი ვთქვით. დაუფიქსირეს და გამოგვიშვეს. ჰო, რეგისტრატურაშიც გავტარდით, როგორც წესი და რიგია. ქალბატონი საყოველთაო დაზღვევაშია, გადაუდებელი
მენეჯერი: იცით, რახან პაციენტი ოპერაციისთვის დაიბრაკა, ეს თანხა უნდა გადაიხადოთ.
მე: უკაცრავად, ვინ დაიბრაკა?
მენეჯერი: ტერმინია ასეთი - ანუ ოპერაცია არ ჩაუტარდა.
მე: აჰა... მაინც, გირჩევთ, სხვა დროს სხვა ტერმინი შეარჩიოთ... და დაზღვევა ხომ გადაუდებელ შემთხევვას აფინანსებს? იყო თუ არა ხელის მოტეხვა გადაუდებელი შემთხევვა?
მენეჯერი: კი, იყო, მაგრამ ოპერაცია ხომ არ გაუკეთებია.
მე: მაგრამ გადაუდებელი დახმარება ხომ გაეწია? გარდა ამისა, ეს 150 ლარი რაში უნდა გადავიხადო - ტალახიან პარკინგში, ერთ საათიან ლოდინში, ანტისანიტარიულ, ვიწრო მოსაცდელში და კიდევ იმაში, რომ მხოლოდ ერთი გადასახვევი ოთახი გაქვთ და ამ ხნის ქალი პატივცემულ ტრამვატოლოგთან ერთად, ოთახიდან ოთახში ვატორღიალე, ადგილის ძებნაში?
მენეჯერი: დუმს
მე: მოკლედ, თქვენთან დებატების დრო არ მაქვს - მოამზადეთ ხარჯების სრული დოკუმენტაცია, გამომიგზავნეთ და სხვა სივრცეში ვიდაოთ.
მენეჯერი: დუმს
ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia ადასტურებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამას გულისხმობს? - თუ ხელმოტეხილმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად ოპერაცია არ გაიკეთა, გადაუდებელ დახმარებას მართლა არ აფინანსებთ? ევექსი • EVEX და მონჯღრეულ სავანტყოფოში (იმიტომ, რომ ეს არაა საავადმყოფო) მინჯღრეული ერთ საათიანი ლოდინ-რენტგენ-გასაუბრება 150 ლარი ღირს? თანხაზე არაა საქმე. მაგრამ თანხაზეცაა - მე შემიძლია გადახდა. სხვა შეძლებს? - დედა 80 წლისაა და მისი პენსია 180 ლარია.დავუშვათ სხვა არავინ ჰყავს(და ასეთ ძალიან ბევრია) რას უპირებთ? 150 ლარს წაართმევთ? და დარჩენილი ოცდაათი ლარი წამლებში რომ არ ეყოფა“?