21 დეკემბერი, 2013
ვინ არის ბორის ბედიას რჩეული ქალი - „ცოტა გავასუქე“...
მალე ბორიამ თამარელასთან გადაღებული საკმაოდ პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრების მილოცვებიც მიიღო მომღერალმა ბორის ბედიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში რუსულ სიმღერას ასრულებს. მოულოდნელად, სცენაზე გრძელფეხება, ლამაზი გოგონა ადის და მასთან ერთად მღერის.

წყვილი სიმღერის დროს ცეკვას იწყებს. ბოლოს ბორისი მადლობას უხდის გოგონას, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიეთ, თამარელა ქაჩიბაიაა. ეს გოგონა რომ არა, ამ სიმღერას ასე ვერ შევასრულებდიო, - ამბობს ბორისი.

ვიდეოს ქვევით მისი მეგობრების კომენტარებს ვკითხულობთ. ასე თუ გააგრძელა ბორისმა, მალე თბილისში
ყველა ქალი მისი იქნება და ჩვენ რაღა ვქნათო.

მალე ბორიამ თამარელასთან გადაღებული საკმაოდ პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრების მილოცვებიც მიიღო. იხარეთ და იბედნიერეთო - სწერდნენ მომღერალს.

ვიფიქრე, რომ მომღერალმა ცოლი მოიყვანა და სოციალური ქსელის საშუალებით ინტერვიუ ჩავწერე.

- ბორის, ვინ არის ეს ლამაზი გოგონა, ცოლი მოიყვანე?
- არა, გაგიჟდით, რა ცოლი, ჩემი ქალია.
- ქალი რას ნიშნავს?
- რა გითხრა, არც შეყვარებულია და არც საცოლე.
- სად გაიცანი?
- რესტორანში ვუმღერე და მისი გული დავიპყარი.
- ხშირად იპყრობ ასე გოგონების გულს?
- უმეტეს შემთხვევაში, კი.
- რა პროფესიის არის თამარელა?
- იურისტია, სხვათა შორის, კარგი გოგოა.
- მერე, თუ კარგი გოგოა, საცოლე რატომ არ არის?
- რა ვიცი, ვნახოთ. შეიძლება ჩემი ბედიც არის. მთავარია ერთმანეთს ვუგებთ ყველაფერში.
- დაკავებული ხომ არ არის, მეუღლე ჰყავს?
- არა, თავისუფალია.
- მეჩვენება თუ ამ ფოტოში ფეხმძიმედ არის?
- არა, ცოტა გავასუქე (იცინის). 8 თვეა ერთად ვართ.
- მაშ, წარმატებებს გისურვებთ. ბევრი არ აჭამო, მერე ფეხმძიმობა აღარ შეეტყობა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ემიგრანტი
სემზულდა რა გაზეტის წაკიტხვა, დაწერეტ რამე ნორმალური სტატია ტქვე დალოცვილებო ბედია ან სხვა ვინმე ვინ სად ვის .... რასი აინტერესებს ვინმეს და ეს ხალხიც კიდევ რას წერს საიდან ამდენი სიზულვილი ადამიანებო გიყვარდეტ ერტმანეტი ისედაც მოკლეა წუტისოფელი,გაულამაზეტ ერტმანეტს ყოველდგიურობა,ტორემ დაგვგუპავს სიზულვილი.
20:12 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეს გოგო ბევრად გჯობს ბორის,ამ სტატიით დაამტკიცე რომ არაკაცი ხარ,თუმცა იმ ვიდეოში კი ჩანს, რომ მთლად მეგობრები არ უნდა იყვეთ,ისე ჰაერზეც არ იტყოდა,მაგრამ საჯაროდ შენი კაცობის დამტკიცება არიქადა ქალი გყავს ,ეგ შენ სახელზე და კაცობაზე მეტყველერბს,არაკაცი ყოფილხარ....
16:24 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
:) :) :)
ნუ რა რის ეს, რა დაბალი დონის სტატიაა, ასეტივე რსპოდენტით
15:56 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
123
აუვარდათ თავში ამ ბედიებს... :)
11:41 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა-ს
შენ ვინ გაძლევს შენ თორე მე კი შემიყვარა და კი ვარ მასთან უბდნიერესი იმიტომ რომ ვაჟკაციააა და ასქონელი არ არის
01:14 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბედია რამდენი გაკლია.. დონე 0 : )))
00:41 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
სოფელს რატომ ამცირებტ ტკვე ხრუსჰოვკებსჰი მცხოვრებლო ტბილისელებო?ტბილისი დიდი სოფელია იმიტო რომ ტკვენ არ გინახავტ ევროპის დედაკალაკები უსჰველებელი უზარმაზარი 10- 12 მილიონიანი მცხოვრებლიტ,მაგრა გაკლიატ
00:36 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
პიპო
ამ თამარას პატრონი რომ ყავდეს ეს ჩვენი ბორია მაგარი დასაბეგვია.
23:40 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
მაგარი ხარ ბედია დააპე სანამ შეგიძლია თორემ გასკდნენ შურით შინაბერები და გამოთხოვილები
20:13 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეთე
ბედიაა ფუ რა დონე გაქვს :(
20:09 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS