წყვილი სიმღერის დროს ცეკვას იწყებს. ბოლოს ბორისი მადლობას უხდის გოგონას, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიეთ, თამარელა ქაჩიბაიაა. ეს გოგონა რომ არა, ამ სიმღერას ასე ვერ შევასრულებდიო, - ამბობს ბორისი.
ვიდეოს ქვევით მისი მეგობრების კომენტარებს ვკითხულობთ. ასე თუ გააგრძელა ბორისმა, მალე თბილისში
მალე ბორიამ თამარელასთან გადაღებული საკმაოდ პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრების მილოცვებიც მიიღო. იხარეთ და იბედნიერეთო - სწერდნენ მომღერალს.
ვიფიქრე, რომ მომღერალმა ცოლი მოიყვანა და სოციალური ქსელის საშუალებით ინტერვიუ ჩავწერე.
- ბორის, ვინ არის ეს ლამაზი გოგონა, ცოლი მოიყვანე?
- არა, გაგიჟდით, რა ცოლი, ჩემი ქალია.
- ქალი რას ნიშნავს?
- რა გითხრა, არც შეყვარებულია და არც საცოლე.
- სად გაიცანი?
- რესტორანში ვუმღერე და მისი გული დავიპყარი.
- ხშირად იპყრობ ასე გოგონების გულს?
- უმეტეს შემთხვევაში, კი.
- რა პროფესიის არის თამარელა?
- იურისტია, სხვათა შორის, კარგი გოგოა.
- მერე, თუ კარგი გოგოა, საცოლე რატომ არ არის?
- რა ვიცი, ვნახოთ. შეიძლება ჩემი ბედიც არის. მთავარია ერთმანეთს ვუგებთ ყველაფერში.
- დაკავებული ხომ არ არის, მეუღლე ჰყავს?
- არა, თავისუფალია.
- მეჩვენება თუ ამ ფოტოში ფეხმძიმედ არის?
- არა, ცოტა გავასუქე (იცინის). 8 თვეა ერთად ვართ.
- მაშ, წარმატებებს გისურვებთ. ბევრი არ აჭამო, მერე ფეხმძიმობა აღარ შეეტყობა.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




















