21 დეკემბერი, 2013
ვინ არის ბორის ბედიას რჩეული ქალი - „ცოტა გავასუქე“...
მალე ბორიამ თამარელასთან გადაღებული საკმაოდ პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრების მილოცვებიც მიიღო მომღერალმა ბორის ბედიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო ატვირთა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში რუსულ სიმღერას ასრულებს. მოულოდნელად, სცენაზე გრძელფეხება, ლამაზი გოგონა ადის და მასთან ერთად მღერის.

წყვილი სიმღერის დროს ცეკვას იწყებს. ბოლოს ბორისი მადლობას უხდის გოგონას, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიეთ, თამარელა ქაჩიბაიაა. ეს გოგონა რომ არა, ამ სიმღერას ასე ვერ შევასრულებდიო, - ამბობს ბორისი.

ვიდეოს ქვევით მისი მეგობრების კომენტარებს ვკითხულობთ. ასე თუ გააგრძელა ბორისმა, მალე თბილისში
ყველა ქალი მისი იქნება და ჩვენ რაღა ვქნათო.

მალე ბორიამ თამარელასთან გადაღებული საკმაოდ პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა და მეგობრების მილოცვებიც მიიღო. იხარეთ და იბედნიერეთო - სწერდნენ მომღერალს.

ვიფიქრე, რომ მომღერალმა ცოლი მოიყვანა და სოციალური ქსელის საშუალებით ინტერვიუ ჩავწერე.

- ბორის, ვინ არის ეს ლამაზი გოგონა, ცოლი მოიყვანე?
- არა, გაგიჟდით, რა ცოლი, ჩემი ქალია.
- ქალი რას ნიშნავს?
- რა გითხრა, არც შეყვარებულია და არც საცოლე.
- სად გაიცანი?
- რესტორანში ვუმღერე და მისი გული დავიპყარი.
- ხშირად იპყრობ ასე გოგონების გულს?
- უმეტეს შემთხვევაში, კი.
- რა პროფესიის არის თამარელა?
- იურისტია, სხვათა შორის, კარგი გოგოა.
- მერე, თუ კარგი გოგოა, საცოლე რატომ არ არის?
- რა ვიცი, ვნახოთ. შეიძლება ჩემი ბედიც არის. მთავარია ერთმანეთს ვუგებთ ყველაფერში.
- დაკავებული ხომ არ არის, მეუღლე ჰყავს?
- არა, თავისუფალია.
- მეჩვენება თუ ამ ფოტოში ფეხმძიმედ არის?
- არა, ცოტა გავასუქე (იცინის). 8 თვეა ერთად ვართ.
- მაშ, წარმატებებს გისურვებთ. ბევრი არ აჭამო, მერე ფეხმძიმობა აღარ შეეტყობა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
სალკა
Nეტა თქვენ რაზე დაობთ..რაში განტესბთ ბეია ვისთან არის.
03:32 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
წიკო
მომკალით და არ დავიჯერებ რომ ეს გოგო შენთან რამეს იზამდა ))) არ გეწყინოს ბორის, მაგრამ ხმა არ გიშველის მარტო.
21:05 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბედია დონე ხარ დონე
ნახალოვკის ბანდის მეთაურის სახელის ,, ბორია,, რა გეშველება
21:03 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ივერიელს
ვეტყვით კი არა, სიფათსაც გავუნაყავთ, კაცს კაცობა შვენის, თუმცა საკითხავია კაცი ვინ არის
21:02 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნოდარი
ამ გოგომ შენთან ფოტოც რატომ გადაიღო ))) აგივარდა თავში ბორის ? ჰო და მოგართვეს ცხელ ცხელი სტატია
18:12 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS