06 ოქტომბერი, 2017
გიორგი სიგუა ეკონომიკის მინისტრს “ჯემ ფესტთან” დაკავშირებით პასუხობს -“მუსიკალური ფესტივალი მაინც ჩატარდება…”
გიორგი სიგუა ეკონომიკის მინისტრს “ჯემ ფესტთან” დაკავშირებით პასუხობს.

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2018 წელს სახელმწიფო “ჯემ ფესტის” დაფინანსებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით, მენეჯმენტის ხარვეზების გამო მოუწიათ დამატებითი ხარჯების გაწევა.
ელექტრონული მუსიკია ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა, მინისტრს პასუხობს და აცხადებს, რომ ფესტივალის გამართვას მაინც აპირებს, თუმცა, შედარებიტ მცირე მასშტაბით და ხარვეზებზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებს.
გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში წერს:

“დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტ
არი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით , რომ ის არ დაუჭერს მხარს GEM FEST- ისთვის სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.


გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.

შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS