ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2018 წელს სახელმწიფო “ჯემ ფესტის” დაფინანსებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი თქმით, მენეჯმენტის ხარვეზების გამო მოუწიათ დამატებითი ხარჯების გაწევა.
ელექტრონული მუსიკია ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა, მინისტრს პასუხობს და აცხადებს, რომ ფესტივალის გამართვას მაინც აპირებს, თუმცა, შედარებიტ მცირე მასშტაბით და ხარვეზებზე არჩევნების შემდეგ ისაუბრებს.
გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში წერს:
“დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტ
გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.
შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.