ტელეწამყვანმა
მაია ასათიანმა მისი ორსულობის შესახებ გავრცელებულ ხმებს "პროფილის" ახალი სეზონის პირველ გადაცემაში უპასუხა: "ახალი ჭორი დადის ჩემს ირგვლივ, რომ ველოდები ბავშვს და ეს არის ტყუილი. ახლობლები მხვდებიან და მილოცავენ, თუმცა ეს არის ტყუილი", - განაცხადა ტელეწამყვანმა.
მაია ასათიანის ორსულობის შესახებ სოციალურ ქსელში, ასევე რამდენიმე პორტალზე მას შემდეგ წერდნენ, რაც "პროფილის" ახალი სეზონის პირველი გადაცემის პრომო გამოჩნდა.