"შვილმკვდარ დედებს აქვთ ძალიან მძიმე აურა და არ მინდა ვინმემ ჩემგან იგრძნოს ეს აურა. მე იშვიათად დავდივარ საფლაზე, იმიტომ, რომ იქ ვარ ყველაზე მძიმედ. მინდა რომ გავთხარო და მეც იქ ვიწვე. არავის დავენახები ატირებული და საფლავზე დამხობლილი, რადგან ნუცას არ უნდოდა ასე. მე შვილმკვდარი დედა ვარ, მაგრამ ვარ ცოცხალი. მე დღეს მაცვია თეთრი, საგანგებოდ მაცვია თეთრი რადგან ნუცამ მითხრა. შეიძლება არავის ჯერა, მაგრამ სიკვდილით დედა-შვილობა არ მთავრდება. ნუცა სულ ჩემთანაა.