20 დეკემბერი, 2013
სალომე ღვინიაშვილს მართვის უფლება ჩამოართვეს
პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოდელი სალომე ღვინიაშვილი წინასაახალწლოდ პატრულმა განსაკუთრებული სიურპრიზით გაანებივრა, თუმცა, როგორც ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსიდან ჩანს, მოდელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ის წერს - ''10-ლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და ოპაა!.. შეამოწმეთ ჯარიმები''. მოდელმა ამ მინაწერს თან დაურთო დადგენილება, რომელიც, როგორც ჩანს, ახლახან მიიღო და რომლის მიხედვითაც, 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადით, ანუ ერთი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა.

სალომეს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტიდან
ნათლად ჩანს, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო საჯარიმო ქვითარი 13 ოქტომბერს მიუღია და ზემოხსენებული 10-ლარიანი ჯარიმის, ასევე დაკისრებული საურავის გადაუხდელობის გამო საპატრულო პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

სალომეს ამ სტატუსს და დადგენილების ფოტოს უამრავი მისი მეგობარი გამოეხმაურა. ბევრს გაუკვირდა, რომ ორთვიანი დაგვიანების გამო პოლიციამ ამგვარ ზომას მიმართა. თავად სალომემაც მოგვიანებით დაწერა: ''ტელეფონის ჯარიმა დავკარგე თუ დამავიწყდა და ორ თვეში ეგრევე ''ლიშენია''. ვერ არიან''.

სალომეს ასევე გამოეხმაურა ეკო ფანგანი: ''ადრე 150-ლარიანი საურავი მოდიოდა და გაფრთხილება 30 დღით, მაგის მერე არ დაგავიწყდებოდა. 10-ლარიანის დავიწყება უფრო მარტივია. ''ლიშენია'' + რაღაც ძალიან დიდი ჯარიმა = ფულის საჭრელ ახალ დაზგას. ახალი კანონია, გაქვს 30 დღე, რომ 10 ლარი გადაიხადო, თუ არადა, პირდაპირ ''ლიშენია'' მოდის. საჩივრის შეტანისთვისაც გაქვს 30 დღე, მაგრამ აზრი არ აქვს''.

ამ სტატუსის ქვეშ საკმაოდ ბევრი კომენტარის წაკითხვა შეგიძლიათ, აშკარაა, რომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.

მარიამ ლაღიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
აუუუუ ჩამოართვეს და ჩამოართვან მერე რა ტვინი წაიღეთ ღმერთო...:((( მიშას დროს ვინ ჩამოართმევდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს..უგულავს ცოლი შუა რუსთაველზე ტოვებდა ავტომობილს და ვერავინ ვერ უბედავდა ხმის გაცემას ჯარიმაზე ზედმეტია ლაპარაკი...ეს არის ნამდვილად მთავრობა რომლის კანონი ყველას ეხება:)
10:58 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რატი
ხალხო რა კომენტარებია რა ხდება მითუმეტეს კაცები ხართ ესე ხომ არ შეიძლება ყველამ გაითავისეთ რომ ქალია სალომე და ქმარიც ყავს თქვენს ახლობელზე რომ მასეთი კომენტარები დაწერონ ხომ არ გესიამოვნებათ
01:52 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
მართლა ვინაა ეს ეკო ფანგანი?! რა შეგვჭამეთ ამ გოგოთი,რას წარმოადგენს ?რა უნდა ჩვენგან? საიდან მოვიდა ან საით მიდის:)) გავხსენი სტატია მეთქი წავიკითხავ,გავიგებ რა ხდება სალომეს თავს და...... მაინც ეკო!!! კიდევ ეკო და ისევ ეკო!!!! გონდა არ გინდა ეკო "სთარ იზ ევერივეარ",რა დავაშავეთ სრულიად საქართველომ?! ღმერთო შენ გადმოგვხედე!!!!
03:04 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
რას ქვია დამავიწყდა!... აბა შენზე ქონეს მოსაცემი ვინმეს, დაგავიწყდებოდა???
13:26 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გუგა
მე 10 ლარიან ჯატიმებს ან იმ გღესვე ან მეორე დღეს ვიხდი ხოლმე.რა არის 10 ლარი დღეს?არაფერი.ამიტომ მარტო სექსზე ჩასაცმელზე და ფალოსებზე რომ ფიქრობთ იმიტომაა რომ გავიწყდებათ გოგოებო
00:09 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩემო ძვირფასებო,საურავის შესახებ შეტყობინება არასდროს არ იგზავნებოდა,ყველა საჯარიმო ქვითარს აწერია უკანა მხარეს დაჯარიმებულის უფლებები და ვალდებულებები,გასაგებია რომ ადვილია დავიწყება,მაგრამ,უფრო ადვილია ქვითარი ამოაბრუნოთ და წაიკითხოთ :) გასაჩივრების ვადა არის 10 დღე და არა 30 დღე,:) 30 დღე არის ჯარიმის გადასახდელად დაწესებული+ 30 დღე საურავის გადასახდელად,ჯამში 60 დღე,რის მერეც ავტომატურად გერთმევათ მართვის უფლება :)
13:16 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მეც დამაჯარიმეს 10 ლარით სექტემბერში, დამავიწყდა გადახდა, დეკემბრის 10-ში მოვიდა დადგენილება მართვის უფლების შეჩერებაზე და 2 დღეში მოყვა საურავი და ჯარიმა 150+30 ლარი ქონების დაყადაღებით. ჯერ უნდა მოსულიყო საურავი და თუ არ გადავიხდიდი, მერე შეეჩერებინათ მართვის უფლება. გადავიხადე 180 ლარი . მითხრეს შეწყალებაზე შეიტანე განცხადებაო, რას ნიშნავს შეწყალება ვერ გავიგე.
00:35 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინე
კანონსი მორჩილება უნდა ვისწავლოთ. და თუ კანონები არ მოგწონთ მოაწყვეთ საპროტესო აქცია, შეაგროვე ხელმოწერები და ა.შ... სამოქალაქო პროტესტი. და ეს ეკო ფანგანი ვინაა საერთოდ? რა პროფესიისა და რას აკეთებს, ეგეც ვინმე სპორცმენის ცოლია თუ რა ხდება?
23:37 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია-ს
აი მაგაში გეთანხმები და სწორი არგუმენტი მოიტანე,ასი პროცენტით გეთანხმები,ეს გამოსასწორებელია და იმედია გაითვალისწინებენ,ამ ცხრა წელიწადში ისედაც დარეტიანებული ხალხი ჭკუაზე აღარ არიან და მობილურებზე თუ მოვა შეტყობინებები მაგას მივესალმებით
23:30 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიას
ხოდა შენზე უკეთესი რითია ღვინიაშვილი რო იპარჭყება,თან ის მილიონერია და ტირილით გასკდა,აქამდე არ გახსენებია ჯარიმები სვებს რო აჯარიმებდნენ,ეხლა მარტივდება კანონები და ხალხი დაისვენებს ცოტას,მაგრამ ვეცადოთ უნდა რო არ დაგვავიწყდეს,ყველგან ახდევინებენ ჯარიმებს,ისე ღვინიაშვილისნაირებისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმები უნდა იყოს რო გაჭირვებულზე გადანაწილდეს,ეს კანონები მანქურთი მიშას დროს მიღებულია,ეგრე არაა მაია?
23:27 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS