20 დეკემბერი, 2013
სალომე ღვინიაშვილს მართვის უფლება ჩამოართვეს
პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოდელი სალომე ღვინიაშვილი წინასაახალწლოდ პატრულმა განსაკუთრებული სიურპრიზით გაანებივრა, თუმცა, როგორც ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსიდან ჩანს, მოდელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ის წერს - ''10-ლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და ოპაა!.. შეამოწმეთ ჯარიმები''. მოდელმა ამ მინაწერს თან დაურთო დადგენილება, რომელიც, როგორც ჩანს, ახლახან მიიღო და რომლის მიხედვითაც, 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადით, ანუ ერთი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა.

სალომეს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტიდან
ნათლად ჩანს, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო საჯარიმო ქვითარი 13 ოქტომბერს მიუღია და ზემოხსენებული 10-ლარიანი ჯარიმის, ასევე დაკისრებული საურავის გადაუხდელობის გამო საპატრულო პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

სალომეს ამ სტატუსს და დადგენილების ფოტოს უამრავი მისი მეგობარი გამოეხმაურა. ბევრს გაუკვირდა, რომ ორთვიანი დაგვიანების გამო პოლიციამ ამგვარ ზომას მიმართა. თავად სალომემაც მოგვიანებით დაწერა: ''ტელეფონის ჯარიმა დავკარგე თუ დამავიწყდა და ორ თვეში ეგრევე ''ლიშენია''. ვერ არიან''.

სალომეს ასევე გამოეხმაურა ეკო ფანგანი: ''ადრე 150-ლარიანი საურავი მოდიოდა და გაფრთხილება 30 დღით, მაგის მერე არ დაგავიწყდებოდა. 10-ლარიანის დავიწყება უფრო მარტივია. ''ლიშენია'' + რაღაც ძალიან დიდი ჯარიმა = ფულის საჭრელ ახალ დაზგას. ახალი კანონია, გაქვს 30 დღე, რომ 10 ლარი გადაიხადო, თუ არადა, პირდაპირ ''ლიშენია'' მოდის. საჩივრის შეტანისთვისაც გაქვს 30 დღე, მაგრამ აზრი არ აქვს''.

ამ სტატუსის ქვეშ საკმაოდ ბევრი კომენტარის წაკითხვა შეგიძლიათ, აშკარაა, რომ ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.

მარიამ ლაღიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მაია
მე არ ვამბობ რომ ტყუილა დამაჯარიმეს კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს ,მაგრამ შეტყობინება უნდა მოდიოდეს თუ თელასი გაფრთხილებს ან ყაზტრანსგაზი რომ თუ არ გადაიხდი გაგითიშავენ დენს ან გაზს ან სხვადსხვა კომპანიებიდან Iღებ შეტყობინებებს შ,ს,ს, სამინისტრო რატომ არ უნდა გაფრთხილებდეს რო ჯარიმა გაქვს გადასახდელი იმოტომ რომ დაინტერესებულები არიან რომ მეტი შვიდეს ბიუჯეტში?
23:26 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
აგვისტოში ზღვიდან მოვდიოდით და მეუღლეს ღვედი არ ეკეთა დამაჯარიმეს მე მძღოლი 40 ლარით ჯერ ქვითარი დამეკარგა მერე კი სულ დამავიწყდა როცა გამახსენდა გადავიხადე 40 ლარი ტურმე ძალიან დამიგვიანია და ოქტომბერში მივიღე დადგენილება 150 ლარიანი ჯარიმის ერთწლიანი მართვის უფლების შეჩერების შესახებ ეხლა ახალი ცვლილებები გამოვიდა 6 თვე გახდა მინდა შეწყალაბაზე შევიტანო ერთი თვე დამრჩა 3 თვემდე რა ვქნა 1000 ლარს ვერ გადავიხდი არადა მანქანა ძალიან მჭირდება პატარა მყავს და ძალიან მიჭირს ბაღში წაყვანა
23:20 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დემე
როგორი უტუხი კომენტარი აქვს განსაკუთრებით იმ სკულპტურა ფანგანს,დებილის მეტი რო ვერ მოიფიქრებს,არავითარ შემთხვევაში როცა დაგაჯარიმებენ 10 ლარით ან ტუნდაც ასი ლარით და 30 დღეში თუ არ გადაიხდი იმ ჯარიმას,მაშინ მაგ შემთხვევაში მოდის საურავი და თუ საურავსაც არ გადაიხდი 30 დღის ვადაში მაგის შემდეგ შეუძლიათ რო ლიშენია მოგცენ,რა არის აქ გაუგებარი მთელ მსოფლიოში ეგრეა,თან არ დაგავიწყდეთ რო აშეთ სიტუაციაში უფრო გაჭირვებული ხალხი ვარდება,ეს გაპრანჭული მილიონერი გამოდის და თავხედურად იძახის დამავიწყდაო,კარგი 30 დღე დაგავიწყდა მოგივიდა საურავი ისიც დაგავიწყდა,აბა რა გახსოვს ბიძია მარტო კუდის ქიცინი და გატრინკვები ტელევიზიებში ხო გახსოვს,იტრინკე რამდენიც გინდა ლამაზი გოგო ხარ ნამდვილად,მაგრამ ნუ გაჯეჯილდებით,ბოლოს და ბოლოს თანაბარი უნდა იყოს ყველა კანონთან
23:13 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
დიახ, მეც ეგრე მომივიდა, 10 ლარიანი ქვიათრია გადახდა დამავიწყდა, მომივიდა საურავი+ ლიშენია, ეს ნაცისტების დროს მოხდა, მაგრამ ესენიც უარესები არიან რა, შეწყალებაზე შემატანინეს და ისევ უარი მოვიდა, ფული უნდა გადაიხადო, 1000 ლარიიი
22:34 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მოდელებისთვის კანონი ჩკააა?
ზაკონ ესტ ზაკონ! "ნაშოჩკებისთვის" სხვა ზაკონებია?
20:28 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ეკო ფანგანს მინდა გამოვეხმაურო და უთხრა რომ ეს კანონი ახალი არ არის,ნაციონალების მიერ გამოგონილი ფულის საჭრელი დაზგაა.ზუსტად 2 წლის წინ 20 ლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და ფოსტალიონმა მომიტანა პოლიციის დადგენილება,რის საფუძველზეც 150 ლარიანი საურავი და ერთწლიანი ლიშენია მომცეს,ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე
18:44 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS