04 ოქტომბერი, 2017
14 წლის ბიჭმა დედის თვალწინ თავი მოიკლა - ვარაუდობენ, რომ "ლურჯ ვეშაპს" ქართველი მფარველებიც ჰყავს
14 წლის ნიკა ბულაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დედისა და 10 წლის დის თანდასწრებით 2 თვის წინ დაასრულა. მოზარდი დღის 4 საათზე მე-14 სართულიდან გადახტა.

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანს ემუქრებოდნენ. ბულაშვილები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, პარალელურად კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავენ - ისინი ილია მეორეს სთხოვენ კურთხევას მართლმადიდებლური წესით წესის აგებაზე.
ბულაშვილები ამბობენ, რომ საშიშ ინტერნეტ თამაშის "ლურჯი ვეშაპს" საქართველოში მფარველები ჰყავს.

– 2 ოქტომბერს უკვე ორმოცია, ვთხოვთ პატრიარქს, მოგვცეს კურთხევა, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

მოზარდის მშობლები დარწმუნებულები
არიან, რომ ბავშვის მეგობრებმა იციან, ვისგან მიიღო მათმა შვილმა სასიკვდილო დავალება. იხილეთ გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS