02 ოქტომბერი, 2017
"მზად ვარ ბერას სტუდია დავუთმო" - რატომ აღარ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს ნანუკა ჟორჟოლიანი ერის მამად
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ გადაცემას იხსენებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს ერის მამა უწოდა.

"ხშირად მახსენებენ ამ გადაცემას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ვამბობ, რომ ბიძინა ქვეყნის მამაა. მეკითხებიან, რამ შეცვალა ჩემი ხედვა, მართლა მგონია რომ ამ კითხვას დებილები სვამენ, მაგრამ რაკიღა (ახალი ამოჩემებაა ეს სიტყვა:დ) რამდენჯერმე მკითხეთ გიპასუხებთ.

1. დღესაც გავაკეთებდი იგივე გადაცემას. ძალიან მაგარი ექსკლუზივი იყო. უფრო მეტიც, დღესაც მზად ვარ ბერას სტუდია დავუთმო. არანაკლებ საინტერესო რესპოდენტია დღესაც.

2. რაც შეეხება ქვეყნის
მამას, რომელსაც მგონი ვუწინასწარმეტყველე. იყო ერთი ჯიგარი, ფულიანი ბიძა, რომელიც ყველას ეხმარებოდა, არსად ჩანდა. ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. აი, ამიხსენით რატომ არ უნდა მომწონებოდა.

რა ხდება დღეს? "ქველმოქმედებაში" დახარჯული ყველა ლარი ამოიღო ბიუჯეტიდან. თქვენი ჯიბეებიდან.

ქვეყანას მთიდან მართავს და ლარად ყიდულობს ყველაფერს, რაც უბრალოდ მოსწონს. მისი შემოსავალი გაასმაგდა, მაგალითისთვის, წარსულში თითქმის გაკოტრებული ქართუ ბანკიც საკმარისია და ამ დროს, რომ მეკითხებით რა შეიცვალაო, მართლა დებილები მგონიხართ. რაკიღა (ხომ გაგაფრთხილეთ ეს სიტყვა შემიყვარდა), ტვინი გამიბურღეთ, გიპასუხეთ."-წერს ჟორჟოლიანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS