02 ოქტომბერი, 2017
მაკა ზამბახიძე 7 წლით უმცროს ძიუდოისტს გაუმიჯნურდა
გაზეთ "პრაიმ ტაიმის" ცნობით, მომღერალი მაკა ზამბახიძე შეყვარებულია. მისი რჩეული 28 წლის ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია.
გამოცემის ცნობით, მაკა და მიშა უკვე რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ, თუმცა თავიანთი ურთიერთობის აფიშირებას მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში ახდენენ.

მიხეილ ჩოხელის და მაკა ზამბახიძის "ლავ სთორის" შესახებ, "რეიტინგისთვის" ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა. ჩვენი წყაროს ცნობით, ჩოხელმა მომღერალი ოჯახის წევრებსაც გააცნო და მალე დაქორწინებასაც აპირებენ.
მიხეილ ჩოხელი ძიუდოში ევროპის და საქართველოს ჩემპიონია, ასევე ხუთ გზის მედალოსანია სამბოში, მისი მეგობრების ცნობით, ჩოხელმა სპორტს თავი უკვე დაანება.  მას ზედმეტსახელად ჩოხელას ეძახიან. ის მაკა ზამბახიძეზე
7 წლით უმცროსია. 

მაშინ ინფორმაციის გადამოწმება, თავად მიხეილ ჩოხელთან ვცადეთ, თუმცა ტელეფონიც გამორთო და "ფეისბუქის" გვერდიც გააუქმა.

მაკა ზამბახიძე კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, განაცხადა, რომ ყველაფერს მაშინ გავიგებდით როცა ამის დრო მოვიდოდა.
შეგახსენებთ, მაკა ზამბახიძე ყოფილ ქმარს, ვახო ჭუმბურიძეს დიდი ხნის წინ დაშორდა, თუმცა დაშორება ჭუმბურიძემ, რამდენიმე თვის წინ, "რეიტინგთან" დაადასტურა.

ვახო ახლა ქორწილისთვის ემზადება. მისი რჩეული თეო გაბრიელაშვილია. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
დადუ
დიდი ხნის წინ დაშორდა რას ნიშნავს...სულ რამდენ ხანს იცხოვრეს ნეტავი...დაოკდი მაკა,შვილი გეზრდება.ეს ცხოვრება ისე გაფრინდება ვერც გაიგებ.
11:52 / 21-01-2018
გამოხმაურება / 0 /
222
იფ ნამეტანი კაი ბიჭი კია, არც მე დავიწუნებდი :)
10:04 / 09-10-2017
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
ჯერ ღირსება და შემდეგ ჩემპიონობა....ვ.ინმემ შეაჩერეთ ის საქართველოს მომავალია...
00:25 / 03-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ისე
ერთხელ ჭირს თორემ მერე მიდის რიკინით!
21:12 / 02-10-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
....8 ცელი ცოტაა...ჩემს საბავშო ბაგში ვინმეს ხომ არ აირჩევდა? რა ხდება მოკლეტ რა....შიშით შვილებს დედებისათვის მეგობრები და კლასელები ვერ გაუცნიატ ისეტ დგეში არიან ეს ბებერი კალები.......
15:51 / 02-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS