მართალია წელს, ჯერჯერობით არცერთ მომღერალს, გამოუთქვამს უკმაყოფილება, თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით, თუმცა სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამენ, რომ წელს კონცერტში სოფო ნიჟარაძე არ მიიღებს მონაწილეობას.
მათ მიერ, გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელ ღონისძიებაზე, მსმენელს მიუზიკლს შესთავაზებენ და მიუზიკლი სოფო ნიჟარაძის გარეშე, მის თაყვანისმცემლებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
სოფო ნიჟარაძეს მიუზიკლებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ.
კონცერტის დეტალებსა და შინაარსზე, „რეიტინგს“ ღონისძიების ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელი თინათინ შერაზადაშვილი ესაუბრა:
- წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზე სულ 50-მდე მუსიკალური ნომერი შესრულდება. მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე კვარტეტები, ტრიოები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები. ღონისძიებაზე ქალაქური ჟანრის სიმღერები შესრულდება, რომელსაც ჩვენი მომღერლები, ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზებენ მსმენელს და შემდეგ, უკვე თავად მსმენელი გადაწყვიტავს, არის თუ არა ეს თანამედროვე ვერსიები.
- ამბობენ, რომ მიუზიკლის დადგმას აპირებთ თბილისობის დღესასწაულზე?
- მიუზიკლის დადგმას ნამდვილად არ ვაპირებთ. მიუზიკლი ქუჩაში არ იდგმება.
- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას?
- მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინო ქათამაძე, ნუკრი კაპანაძე, აჩიკო მეფარიძე, ანრი ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი და ა.შ.
- რის მიხედვით შეირჩა მომღერლები და რატომ ვერ მოხვდა მათ რიცხვში სოფო ნიჟარაძე?
- ვერ გეტყვით სოფო რატომ არ არის სიაში. ჩამოთვლილი ადამიანებიდან ჩვენთვის სოფო არის ყველაზე ახლობელი, მაგრამ ის კონცერტში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
- ხომ არ გაგინაწყენდათ ამის გამო?
- არა, რას ლაპარაკობთ.