„გეზი ავიღეთ თბილისისკენ, ხვალ ვუბრუნდებით მოედანს, ავტობუსი სწორად არის შერჩეული“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი წერს, რომელიც 29 სექტემბერს, თბილისში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
ტოტი აღნიშნულ სტატუსს ურთავს ფოტოს, რომელზეც ის ავტობუსში ზის. ავტობუსს მინაზე 10 ნომერი აწერია.
იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი 10 ნომრით თამაშობდა.