19 დეკემბერი, 2013
ანჩო დოლიძე: ახლა შეიძლება მონაზონის ფორმაში გადავიღო ფოტოები
სცენაზე ისე ვითიშები, შეიძლება სხვა სიგიჟეებიც გავაკეთო, მარტო გახდას არ ვგულისხმობ. იმ მომენტში ხელს მიშლიდა ტანსაცმელი ''ახალი ხმის'' ყველაზე თამამი და ეპატაჟური მონაწილე ანჩო დოლიძე, სამშაბათს პროექტს გამოეთიშა. მაია დარსმელიძის გუნდიდან მაყურებლის რჩეული გიორგი მახარაშვილი გახდა. თავად მწვრთნელმა კი ანჩო დოლიძეს თაკო ოქროპირიძე არჩია.

- ანჩო, ორი დღის წინ პროექტი დატოვე, გულდაწყვეტილი ხარ ალბათ...
- გული დამწყდა მხოლოდ იმიტომ რომ ვეღარ ვიმუშავებ ''ახალი ხმის'' ბენდთან, ჩემს მწვრთნელთან, მაოსთან ერთად. მთელი ჯგუფი მომენატრება.
- მაიას ამტყუნებ რამეში?
შენ მის ადგილზე როგორ მოიქცეოდი?
- მაოს არაფერში ვამტყუნებ. მე ვარ ასეთი, რომ არ ვმუშაობ და ბოლო დღეს მინდა ყველაფრის მოსწრება. მაოს გამარჯვება უნდა, როგორც ყველა მწვრთნელს. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, მხოლოდ იმიტომ დავტოვებდი ანჩო დოლიძეს პროექტში, რომ შოუ დაედგა. მოაკლდებათ ამ მხივ ანჩო.
- რას გულისხმობ, რას აკეთებდი შოუში ისეთს, რასაც სხვა ვერ გააკეთებს?
- თუნდაც იმას, რაც ნოკაუტზე მოხდა. შემთხვევით მომინდა და ზედა გავიხადე.
- ასე შემთხვევით ხშირად გინდება გახდა?
- სცენაზე ისე ვითიშები, შეიძლება სხვა სიგიჟეებიც გავაკეთო, მარტო გახდას არ ვგულისხმობ. იმ მომენტში ხელს მიშლიდა ტანსაცმელი.
- ჩვენ ჟურნალების გარეკანზეც გნახეთ წელს ზემოთ შიშველი. როგორც ჩანს, ფოტოსესიის დროსაც გიშლის ტანისამოსი ხელს...
- არა, უბრალოდ, მიყვარს ასეთი რაღაცები. ახლა შეიძლება მონაზონის ფორმაში გადავიღო ფოტოები.
- შენს კონკურენტებზე რას იტყვი?
- ყველა მიყვარს, ძალიან კარგები არიან. პირადად მე ვუმესიჯებდი გიორგი მახარაშვილს.
- ჩვენ გვახსოვს როგორ გადმოიბირა მაომ გიორგი, კარგი გოგოები მყავს ჯგუფშიო, უთხრა. ახლა მეუბნები მეც ვუმესიჯებდიო. რაიმე საინტერესო ხდება თქვენს შორის?
- ჩემსა და გიორგის შორის (იცინის)? მეგობრები ვართ. ოღონდ სულ ვჩხუბობთ და ვრიგდებით. ძალიან ბევს მითმენს (იცინის). მე ხომ არაადექვატური ვარ.
- შენს პირადში რა ხდება, თავისუფალი ხარ?
- არა, ოდნავ დაკავებული.

Rating

- როგორ უყურებს შენი რჩეული შენს უცნაურ გამოხდომებს ჩაცმა-გახდასთან დაკავშირებით?
- ქართველი არ არის. ლუკა პაშტიანი მოსკოვში დაიბადა. შემდეგ იტალიაში წავიდა დღემდე იქ არის. ფეხბურთელია.
- ანჩო, როგორც გავიგე, ამერიკულ ''ახალ ხმაში'' აპირებ გასვლას.
- აპლიკაცია შევავსე, შიდა ტურები გავიარე და მომივიდა მოწვევა ბრმა კასტინგზე. აუცილებლად წავალ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ანუკა
ჩემი დაქალია და მე ამას ვიტყვი რომ ჯერ ერთი ეს სარეკლამო სურათია ბანერისთვის და იიმტომ გაშიშვლდა რომ საჭირო იყო დათან კარგი ტანიაქვს მერე ის რომ ყველა უცხოელი ტრაკს გადებთ თავზე და რა ამ ქართველებზე გაქვთ რეაქცია უბრალოდ თქვენი უარყოფითი კომენტარებით თქვენ ბოღმას ამჟღავნებთ და ვერც ხვდებით :) ანჩო მაგარი ხარ !
17:26 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაინც ვერ ვიგებ რატომ უყვარს ამ ხალხს გაშიშვლება? რას გრძნობენ ამ დროს? ორგ ა ზმს?
00:06 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
როცა კაი ტანიგაქ რატო არუნდა გადაიღო ნუ ხართ შურიანები !
17:13 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დუკა
ეს სიშიშვლე ჰობი აქვთ ეტყობა წვილს. იასნია გაუგებენ:))))
17:04 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი გოგოლაძე
მიყვარხართ მე თქენ
16:34 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS