16 მაისი, 2013
რატომ გამოაკლდა ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დიტო
ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი შემთხვევით სამარშრუტო ტაქსიში შევიტყვე. ერთი ქალბატონი მეორეს ეუბნებოდა ''ჩემი ცოლის დაქალების'' დიტო ინფექციურ საავადმყოფოში ვნახეო. ამ ამბით შეშფოთებულმა მაშინვე კოტეს ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი.

- კოტე, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, როგორ ხარ?
- ცუდად, წითელა მაქვს.
- სწორედ მაგ ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავდით, სად ხართ, რა პირობებში მკურნალობთ?
- ინფექციურ საავადმყოფოში ვარ, არ ვიცი, რა ჰქვია ამ პირობებს! მაპატიეთ, ვერ გელაპარაკებით, სადღაც გავყავარ ამათ,
ჩემს ცოლს დაურეკეთ, ის დაგელაპარაკებათ.

Ratingგანო მელითაური:
- განო, როგორ შეამჩნიეთ კოტეს ავადმყოფობა?
- ბავშვისგან გადაედო, ჯერ უმცროსს ჰქონდა, მერე უფროსს და კოტესაც გადაედო. ჯერ გამონაყარი არ აქვს, მაგრამ მაღალი სიცხეებით გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოვედით საავადმყოფოში მთელი ოჯახი.
- ახლა რა მდგომარეობაა, რას ამბობენ ექიმები?
- რას ამბობენ? ამბობენ საერთოდ რამეს? ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. ჯერ საშინელი პირობები, მერე არაკეთილგანწყობილი ექიმები, ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე, ვერც წარმომედგინა. სუპრასტინი რომ სუპრასტინია, ის არ აქვთ. რამე რომ გჭირდება, ასჯერ უნდა უთხრა ექთანს. უყურადღებობის პიკია.
- განო, შენც მანდ ხარ?
- ჰო, თავზე ვადგავარ კოტეს. ამათ იმედად მტერმა დატოვა ქმარ-შვილი.
- ანუ სერიალში ახლო მომავალში დიტოს ვერ ვიხილავთ?
- სავარაუდოდ... იმედია გაგებით მოეკიდებიან კოტეს ავადმყოფობას რეჟისორი და პროდიუსერი. მალე დაუბრუნდება კოტე გადასაღებ მოედანს.
- დიდი მადლობა, ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხეთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- მადლობა ყურადღებისთვის.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ნატო
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მალე გამოჯანმრთელდით, თქვენს გარეშე წარმოუდგენელია ჩემი საყვარელი სერიალი.
21:11 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კეკე
რას მიახტებით ივანიშვილს ასე უცებ? 9 წელი რყვნიდნენ ამ ექიმებს და საერთოდ საზოგადოებას და თქვენ ნახევარ წელში მოგინდათ მენტალიტეტის შეცვლა?
21:09 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატო
რა ვიცი, სერგიენკოს და ივანიშვილს რომ ჰკითხოთ ყვავის სამედიცინო დაწესებულებები! იმედია ამ ადამიანების ნათქვამი მაინც მივა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ყურამდე!
20:04 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი
ექიმების გარესჰე უნდა დარცჰეტ ეგეტი უმადური პაციენტები 5 დგიტ,გეკოპატ
19:09 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
მოსაცკენი იქნება დიტოს გარესჰე სერიალი
19:02 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
დიტოს რომ ასე ექცევიან სხვასთან რას უზავენ;ექიმებს ზოგადად ძლიერი კლანი აქვთ და ძალიან ამბიციურები არიან, დღევანდელ დღეს გაბოროტდნენ კიდეც და .... მტერი ჩავარდა მაგათ ხელში
18:45 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკიტა
კოტე, გელოდებით
18:37 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
საავადმყოფო კიარა საზიზღრობაა
18:14 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამტა
კოტე დზალიან გვიყვარხარ
18:06 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გმერტმა კარგად გამყოფოს.
18:05 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS