16 მაისი, 2013
რატომ გამოაკლდა ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დიტო
ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი შემთხვევით სამარშრუტო ტაქსიში შევიტყვე. ერთი ქალბატონი მეორეს ეუბნებოდა ''ჩემი ცოლის დაქალების'' დიტო ინფექციურ საავადმყოფოში ვნახეო. ამ ამბით შეშფოთებულმა მაშინვე კოტეს ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი.

- კოტე, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, როგორ ხარ?
- ცუდად, წითელა მაქვს.
- სწორედ მაგ ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავდით, სად ხართ, რა პირობებში მკურნალობთ?
- ინფექციურ საავადმყოფოში ვარ, არ ვიცი, რა ჰქვია ამ პირობებს! მაპატიეთ, ვერ გელაპარაკებით, სადღაც გავყავარ ამათ,
ჩემს ცოლს დაურეკეთ, ის დაგელაპარაკებათ.

Ratingგანო მელითაური:
- განო, როგორ შეამჩნიეთ კოტეს ავადმყოფობა?
- ბავშვისგან გადაედო, ჯერ უმცროსს ჰქონდა, მერე უფროსს და კოტესაც გადაედო. ჯერ გამონაყარი არ აქვს, მაგრამ მაღალი სიცხეებით გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოვედით საავადმყოფოში მთელი ოჯახი.
- ახლა რა მდგომარეობაა, რას ამბობენ ექიმები?
- რას ამბობენ? ამბობენ საერთოდ რამეს? ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. ჯერ საშინელი პირობები, მერე არაკეთილგანწყობილი ექიმები, ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე, ვერც წარმომედგინა. სუპრასტინი რომ სუპრასტინია, ის არ აქვთ. რამე რომ გჭირდება, ასჯერ უნდა უთხრა ექთანს. უყურადღებობის პიკია.
- განო, შენც მანდ ხარ?
- ჰო, თავზე ვადგავარ კოტეს. ამათ იმედად მტერმა დატოვა ქმარ-შვილი.
- ანუ სერიალში ახლო მომავალში დიტოს ვერ ვიხილავთ?
- სავარაუდოდ... იმედია გაგებით მოეკიდებიან კოტეს ავადმყოფობას რეჟისორი და პროდიუსერი. მალე დაუბრუნდება კოტე გადასაღებ მოედანს.
- დიდი მადლობა, ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხეთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- მადლობა ყურადღებისთვის.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
მაკუნა
დავაცადოთ ახალ ხელისუფლებას, სრული უფლებები არ ააქვთ რომ ქვეყანა მართოს. გაიმარჯვებს ივანიშვილის მთავრობა და მერე ეშველაბა ყველაფერს და თუ მათ არ გაგვიმართლეს იმედები, მაშინ გამოვიდეთ და ვაგებინოთ პასუხი. რაც შეეხება იტოს მალე უნდა გამოჯამრთელდეს, მის გარაეშე სრიალი არ შეიძლებააააააა
09:47 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელე
ვინ შტერი გამოვა და ამ ხელისუფლებას დაიცავს კიდე ძაან საინტერესოა. უკეთესი ჯანდაცვა რომ გვინდოდა მიტო აირჩია ხალხმა ეს მთავრობა.მივიღეთ,როგორც ყოველთვის, ანუ უარესი.მაგრამ,არაუშავს, ხალხის დაშვებულ შეცდომას, თავად ხალხი გამოასწორებს! რაც არ უნდა იძახოთ ახლა ბიზინა ღმერთიაო, აღარ ჯერა ბატონო აღარავის! ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო!
08:17 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ინა
ეგაა ივანიშვილის დაპირებული უფასო ჯანმრთელობა??? ისევ ღმერთს ვევედროთ, რომ ავად არ გავხდეთ, მტერი იქნა ამათი პოლისების და ჯანდაცვის იმედზე! თან მეცინება რო გონიათ რო ხალხს ატყუებენ,სინამდვილეში კი, მარტო ერთმანეთს!
08:07 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მისტერ-ცობრა
გამოჯანმრთელდი მეგობარო
02:46 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
პაციენტი
აუტანელი პირობებია , თან ასეთი დაბალი დონის, თავხედი პერსონალი არ არსებობს არსად უკვე ..... სულ იაზვა და გაღიზიანებული საშინელი და ზარმაცი პერსონალია ... შენი გასაკეთებელია ყველაფერი , ერთადერთი რაც აქვთ – შპრიცია და რამდენიმე სისხლის გამწმენდი "რინგერის" დონის – აი ეგაა რესპუბლიკის ინფექციური საავადმყოფო დღემდე ... ფაქტიურად არ გვაქვს რა ....
02:39 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სალის
სალი, მაინცდამაინც გული ნუ დაგწყდება, ხუთი დღეც და საერთოდაც ექიმების გარეშე არიან საქართველოში დარჩენილები...
01:33 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უზრდელა
მე თვითOნ ვიწექი ინფექციურში და მართლაც, მტერს არ ვუსურვებ იქ მოხვედრას! სოკოთი მოწამლულები ვიწექით და ტუალეტის ქაღალდს არ გვაძლევდნენ, არ გვაქვს და თქვენ თვითონ იყიდეთო. სტუდენტები ვიყავით და სანამ ჩვენი მშობლები ჩამოვიდოდნენ ჩვენ დავდიოდით ტუალეტის ქაღალდის და წამლების საყიდლად. საშინლად მახსენდება ის ოთხი დღე. ექიმები ზოგადად კველაზე უარესი აამიანები არაინ, მაგრამ ინფექციურში თავხედების თავშეყარაია
00:24 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ინფექციურიი საავადმყოფოს ექიმების არაკეთილგანწყობა, არაპროფესიონალიზმიი 5 წლის წინ გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როცა კომაში ჩავარდნილი მამაჩემი სასწრაფოთი მივიყვანეთ. საშIნელება იყო, როცა მორიგე ექიმმა ჩემს ძმას უთხრა მკვდარია და აქ რატომ მოიყვანეთოო. იმის მაგივრად, რომ პაციენტისთვის მოეხედა წავიდა დაწვა. სანამ თავზე სანათური არ დაამხო ჩემმა ძმამ ადგომა არ იკადრა. მარტალი მამაჩემი 1 კვირა კომაში იყოო მაგრამ სხვა საავადმყოფოში უშველეს და ცოცხალიაა. ასე რომ განოო ნფექციურში მართლა არ უნდა დატოვოო პაციენტი უყურადღებოდდ
23:02 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
კარგი არა უშავს.ეხლა ისე გაერთო მაყურებელი ნინას და დათოს ამბით ცოტა ხანი აიტანს სხვა მსახიობის გამოცვლას : ) ბოლოს და ბოლოს კატო და რა არ გადავიტანეთ :D:D:D გამოჯანმრთელებას გისურვებთ მალე
22:57 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანე
ამ ეპიდემიას თუ ეშველება? "ხელოვნური"წითელა
21:56 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS