16 მაისი, 2013
რატომ გამოაკლდა ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დიტო
ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი შემთხვევით სამარშრუტო ტაქსიში შევიტყვე. ერთი ქალბატონი მეორეს ეუბნებოდა ''ჩემი ცოლის დაქალების'' დიტო ინფექციურ საავადმყოფოში ვნახეო. ამ ამბით შეშფოთებულმა მაშინვე კოტეს ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი.

- კოტე, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, როგორ ხარ?
- ცუდად, წითელა მაქვს.
- სწორედ მაგ ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავდით, სად ხართ, რა პირობებში მკურნალობთ?
- ინფექციურ საავადმყოფოში ვარ, არ ვიცი, რა ჰქვია ამ პირობებს! მაპატიეთ, ვერ გელაპარაკებით, სადღაც გავყავარ ამათ,
ჩემს ცოლს დაურეკეთ, ის დაგელაპარაკებათ.

Ratingგანო მელითაური:
- განო, როგორ შეამჩნიეთ კოტეს ავადმყოფობა?
- ბავშვისგან გადაედო, ჯერ უმცროსს ჰქონდა, მერე უფროსს და კოტესაც გადაედო. ჯერ გამონაყარი არ აქვს, მაგრამ მაღალი სიცხეებით გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოვედით საავადმყოფოში მთელი ოჯახი.
- ახლა რა მდგომარეობაა, რას ამბობენ ექიმები?
- რას ამბობენ? ამბობენ საერთოდ რამეს? ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. ჯერ საშინელი პირობები, მერე არაკეთილგანწყობილი ექიმები, ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე, ვერც წარმომედგინა. სუპრასტინი რომ სუპრასტინია, ის არ აქვთ. რამე რომ გჭირდება, ასჯერ უნდა უთხრა ექთანს. უყურადღებობის პიკია.
- განო, შენც მანდ ხარ?
- ჰო, თავზე ვადგავარ კოტეს. ამათ იმედად მტერმა დატოვა ქმარ-შვილი.
- ანუ სერიალში ახლო მომავალში დიტოს ვერ ვიხილავთ?
- სავარაუდოდ... იმედია გაგებით მოეკიდებიან კოტეს ავადმყოფობას რეჟისორი და პროდიუსერი. მალე დაუბრუნდება კოტე გადასაღებ მოედანს.
- დიდი მადლობა, ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხეთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- მადლობა ყურადღებისთვის.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ლელა
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პროფესიას მაგრამ ახლა რაც ხდება საავადმყოფოეებში....საკაცით მიყვანილი ავადმყოფის პატრონს კარებშივე ფულზე ელაპარაკებიან.
16:03 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
პაციენტის ბრალი არაა თუ ექიმებს დაბალი ხელფასები აქვთ, პაციენტი ფიქსირებულ არცთუ ისე დაბალ თანხებს იხდის და სულ არ აინტერესებს ვის ჯიბეში მიდის, ვალდებულია ექიმი გადაყვეს თითოეულ პაციენტს, თუ არადა წავიდეს და სხვა საქმე აკეთოს.ექიმს ადამიანის სიცოცხლე აბარია და სულ უკაპიკოდაც უნდა აკეთებდეს თავის საქმეს...ზოგიერთები წერენ ასეთ დაბალ ხელფასზე როგორ იმუშაონო, პირადად არ გქონიათ ეტყობა მაგათთნ შეხება(ყველას არ ეხება), თორემ სხვანაირად ილაპარაკებდით.
14:27 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ექიმებს ისეთი დაბალი ხელფასები აქვთ ვერც დაავალდებულებ რომ ხალისით იმუშაოს :)
12:28 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ექიმის თანადგომა არა ის კიდე.....
თუ არ უნდათ ნუ იმუშვებენ მერე, რომ მუშაობ და დაბალ ხელფასს იგებ რა პაციენტის ბრალია, რაც მოვალეობაა ის ნორმალურად უნდა შეასრულო და თუ არ გსურს უნდა წახვიდე........... ექიმის იმედის ქონა? პირდაპირ სასაცილოა
11:59 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
სამედიცინო რეფორმამ, ექიმსაც ავნო და ავადმყოფსაც
11:56 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
უსინდისო და დაუნახავები არიან ექიმის თანადგომას რომ ვერ დაინახავ სხვა რაზე უნდა ილაპარაკო
11:37 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
LEVANI
კიი მაგარ ყურადგებას გაქცევდნენ ეხლა არ ვიცი ოგონდ.ექიმის იმედი ტუარა ვიგას იმედი უნდა გქონდეს?
10:18 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანაბანა
ნუ გადამრიეთ ხალხო,ექიმი ექიმი უნდა იყოს ყოველთვის,მესმის ძნელია შიშველი ენთუზიაზმით მუშაობა,მაგრამ პაციენტი ცოდვაა
10:08 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
shorena
არაკომფორტულ გარემოში, დაბალ ანაზღაურებაზე, თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობენ და რაც მთავარია თავის საქმეს აკეთებენ.ნუ მოვთხოვთ აქეთ მოგვეფერონ !!!
10:00 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
მალე გამოჯამრთელებას გისურვებ....
09:50 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS