16 მაისი, 2013
რატომ გამოაკლდა ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დიტო
ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი შემთხვევით სამარშრუტო ტაქსიში შევიტყვე. ერთი ქალბატონი მეორეს ეუბნებოდა ''ჩემი ცოლის დაქალების'' დიტო ინფექციურ საავადმყოფოში ვნახეო. ამ ამბით შეშფოთებულმა მაშინვე კოტეს ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი.

- კოტე, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, როგორ ხარ?
- ცუდად, წითელა მაქვს.
- სწორედ მაგ ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავდით, სად ხართ, რა პირობებში მკურნალობთ?
- ინფექციურ საავადმყოფოში ვარ, არ ვიცი, რა ჰქვია ამ პირობებს! მაპატიეთ, ვერ გელაპარაკებით, სადღაც გავყავარ ამათ,
ჩემს ცოლს დაურეკეთ, ის დაგელაპარაკებათ.

Ratingგანო მელითაური:
- განო, როგორ შეამჩნიეთ კოტეს ავადმყოფობა?
- ბავშვისგან გადაედო, ჯერ უმცროსს ჰქონდა, მერე უფროსს და კოტესაც გადაედო. ჯერ გამონაყარი არ აქვს, მაგრამ მაღალი სიცხეებით გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოვედით საავადმყოფოში მთელი ოჯახი.
- ახლა რა მდგომარეობაა, რას ამბობენ ექიმები?
- რას ამბობენ? ამბობენ საერთოდ რამეს? ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. ჯერ საშინელი პირობები, მერე არაკეთილგანწყობილი ექიმები, ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე, ვერც წარმომედგინა. სუპრასტინი რომ სუპრასტინია, ის არ აქვთ. რამე რომ გჭირდება, ასჯერ უნდა უთხრა ექთანს. უყურადღებობის პიკია.
- განო, შენც მანდ ხარ?
- ჰო, თავზე ვადგავარ კოტეს. ამათ იმედად მტერმა დატოვა ქმარ-შვილი.
- ანუ სერიალში ახლო მომავალში დიტოს ვერ ვიხილავთ?
- სავარაუდოდ... იმედია გაგებით მოეკიდებიან კოტეს ავადმყოფობას რეჟისორი და პროდიუსერი. მალე დაუბრუნდება კოტე გადასაღებ მოედანს.
- დიდი მადლობა, ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხეთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- მადლობა ყურადღებისთვის.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ნინო
შარშან ზაფხული პერიოდში ბავშვი ავად გამიხდა მაღალი სიცხეებით მივედით დიღომში რკინიგზის საავადმყოფოში, 4 დღე ვიყავით რამოდენიმეჯერ სიცხეს მაზომინებდნენ და ინჰალაციას უკეთებდნენ მითხრეს ვირუსია და თავისით ალაგდებაო მეოთხე დღეს სიცხის დამწევი აღარ შველოდა და მადლობა უფალს რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და წამოვედით იქიდან , ბავშვი ბოდავდა უკვე სიცხისგან, მერე ჟვანიაში მივედით ღმერთმმა დალოცოს მარინა გაგოშიძე სწორი დიაგნოზიც დაუსვა და სწორი მკურნალობაც ჩაუტარა. ფილტვების ანთება ქონდა ბავშვს და მხოლოდ სიცხის დამწევებს აძლევდნენ, ვირუსია ალაგდებაო, ეხლა მითხარით ყველა ექიმი ექიმია?
18:18 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჰიპოკრატეს ფიცი გავიწყდებაათ?
18:10 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
60 ლარი რატომ გაქვთ ერთი ვიზიტი ექიმთან ერთ ადამიანს უჯდება არანაკლებ 60 ლარის???ზოგიერთებთან ხომ ვერც მიხვალ 50 ლარი მარტო კონსულტაციაა
18:09 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იზა
ამ დღესასწაულებზე ჩემს შვილსაც ქონდა წითელა და ინფექციური არ გამახსენოთ!!ამას საავადმყოფო კი არა, არ ვიცი რა ვუწოდო.((((ვაი-ექიმებზე აღარაფერს ვიტყვი, რა აზრი აქვს((( დიტოს კი გაძლებას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!!!
15:38 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
არავის არ აქვს უფლება ასე მკაცრად აკრიტიკოს ექიმები, თუმცა ექიმს მისი საქმე და მოვალეობა არ უნდა ავიწყდებოდეეს..
14:11 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ექიმებს!!!! თქვენი აზრით მასქავლებლებმა სკოლა უნდა დატოვონ?! თუ ადამიანი არ გიყვართ,მაშინ თქვენი ადგილი არაა,"კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი კაცს".ყველას გაქვთ ალბათ ჰიპოკრატეს ფიცი მიღებული.
13:30 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ექიმს
ძალიან სამარცხვინოა, რომ ექიმები დღეს ასეთ დღეში არიან. ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი პროფესიაა. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ექიმმა თავზე ხელი აიღოს და პაციენტის მოვლაზე უარი თქვას, უყურადღებოდ დატოვოს და გულგრილად მოეკიდოს თავის საქმეს. არავინ არავის არ ეხვეწება, ექიმის პროფესია აირჩიოს.
01:27 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
და რა ქნას ექიმმა, საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს მკურნალობის ხარჯები? იქნებ ერთხელ იმითიც დაინტერესებულიყავით, 60 ლარი რომ აქვს ექიმს ხელფასი. მათხოვრებათ აქციეთ ექიმები და გამუდმებით სალანძგავი ობიექტები არიან.
01:06 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენას
დღეს ვისაც ექიმობის სურვილი აქვს, ძალიან კარგად იცის, რა გარემოში და როგორ ხელფასზეც მოუწევს მუშაობა. ვისაც არ მოწონს, არ არის აუცილებელი, ექიმი გახდეს. ექიმს ადამიანის სიცოცხლე აბარია, ღომის ჭამა კი არა!
00:26 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტარიელი
ექიმი ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა.ის არავის არ უნდა გადაყვეს როგორც ზოგიერთები ამბობენ.და არც ის არის მართალი რომ ექიმი უკაპიკოდაც უნდა აკეთებდეს თავის საქმეს–როგორც ამას ეთო ამბობს.თუ ასე გაგრძელდება მალე უექიმოდ დავრჩებით.ქართველები გადავეჩვიეთ მადლიერებას.ხშირად გვავიწყდება მადლობის თქმაც
21:54 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS