16 მაისი, 2013
რატომ გამოაკლდა ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დიტო
ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. მსახიობ კოტე თოლორდავას ავადმყოფობის ამბავი შემთხვევით სამარშრუტო ტაქსიში შევიტყვე. ერთი ქალბატონი მეორეს ეუბნებოდა ''ჩემი ცოლის დაქალების'' დიტო ინფექციურ საავადმყოფოში ვნახეო. ამ ამბით შეშფოთებულმა მაშინვე კოტეს ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი.

- კოტე, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, როგორ ხარ?
- ცუდად, წითელა მაქვს.
- სწორედ მაგ ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავდით, სად ხართ, რა პირობებში მკურნალობთ?
- ინფექციურ საავადმყოფოში ვარ, არ ვიცი, რა ჰქვია ამ პირობებს! მაპატიეთ, ვერ გელაპარაკებით, სადღაც გავყავარ ამათ,
ჩემს ცოლს დაურეკეთ, ის დაგელაპარაკებათ.

Ratingგანო მელითაური:
- განო, როგორ შეამჩნიეთ კოტეს ავადმყოფობა?
- ბავშვისგან გადაედო, ჯერ უმცროსს ჰქონდა, მერე უფროსს და კოტესაც გადაედო. ჯერ გამონაყარი არ აქვს, მაგრამ მაღალი სიცხეებით გუშინ სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოვედით საავადმყოფოში მთელი ოჯახი.
- ახლა რა მდგომარეობაა, რას ამბობენ ექიმები?
- რას ამბობენ? ამბობენ საერთოდ რამეს? ასეთი არაფერი მინახავს. მტერს რომ არ უსურვებ აქ მოხვედრას. ჯერ საშინელი პირობები, მერე არაკეთილგანწყობილი ექიმები, ასეთი რამ კიდევ თუ ხდებოდა სადმე, ვერც წარმომედგინა. სუპრასტინი რომ სუპრასტინია, ის არ აქვთ. რამე რომ გჭირდება, ასჯერ უნდა უთხრა ექთანს. უყურადღებობის პიკია.
- განო, შენც მანდ ხარ?
- ჰო, თავზე ვადგავარ კოტეს. ამათ იმედად მტერმა დატოვა ქმარ-შვილი.
- ანუ სერიალში ახლო მომავალში დიტოს ვერ ვიხილავთ?
- სავარაუდოდ... იმედია გაგებით მოეკიდებიან კოტეს ავადმყოფობას რეჟისორი და პროდიუსერი. მალე დაუბრუნდება კოტე გადასაღებ მოედანს.
- დიდი მადლობა, ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხეთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- მადლობა ყურადღებისთვის.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ეთო
მარინა გაგოშიძე ჩვენი პედიატრია. პროფესიონალი ექიმია ..გამეხარდა მისი გვარო რომ ამოვიკითხე..მადლობთ
11:29 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
კი, ნამდვილად ასეთი სიტუაციააა. ადრე დაზღვევიტ რომ მივდიოდი, პირმცინარე მემსახურებოდნენ, ახლა კი ლამის თვაზე დამალეწონ ყველაფერი. ერთი წელია ექიმთან არ ვყოფილვარ, წავედი და ლამის ტირილი დავიწყე, ამ ოჯახის ექიმებს ისეთი დაყენებული სახეები აქვთ, რომ გეგონება მისი ჯიბის ფულიდან მიდის და წამლეეები? ადრე თითქმის ყველას მინაზღაურებდა 80 % ,. ახლა 2 წამალი დიდი ხვეჭნიტ გამომიწერა, ბეჭედი ისე ხმაურინადა დაარტყა ბარაზებულმა და კარები ისე მომიჯახუნა, თვალებიდნა ნაპერწკლები გადმომცვივდაა.ვაიმე, იქ მისვლა აღარ მინდააა :( ეს რა ხდება მართლა
10:59 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
nino-ino
ესაა მედიცინის საჩხერულ დონეზე გადაყვანა,7 თვის უკან საავადმყოფოში რომ მიხვიდოდი დაზღვევით,თან გყვებოდა ყველა. ჩემს გოგონას სურათის გადაღება დასჭირდა ფილტვებზე და 2თვის უკან მყავდა რედგენზე,ფული აქ გადაიხადე ჩემთანო რენდგენოლოგმა მითხრა და სურათი გტხოვ ჩანთაში ჩადე და ისე გაიტანეოოო,გადავედით ისევ ჟიბეში ჩაცურების მეთოდზე
19:41 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
მე არ მჯერა მათი.იმიტომ რომ მე მიწვა ახლობელი მაგ განყოფილებაში და ძალიან მადლიერი ვარ ყველა მედ პერსონალის.განსაკუთრებთ ნაირა ექიმის, ირმა და მთვარისა ექთნის სანიტარი ნანასი ძალიან გულისხმიერები არიან ყველა.მითუმეტეს არაფერი არ გაჩნდა არც ფული და არც ვინმეს დახმარება
15:34 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ხალხო რას ლაპარაკობთ.ჩვენ რომ ექიმები გვყავს მასეთი ექიები მსოფლიოში არ არსებობენ, უბრალოდ პირობები არ აქვთ ჩვენებს
15:28 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
რაებს მიედმოედებით??? რა საკაცით მიყვანილ ავადმყოფზე ელაპარაკებიან ექიმები ფულზე?? ჰო გეტყვის ექიმი მკურნალობა ეგ დაგიჯდებაო... აბა რა ქნას თავისი ჯიბით გადაიხადოს?? ექიმები პაციენტებს რო მკურნალობენ ბევრ შემთხვევაში სადაზღვევოსთვის თვითონ უწევთ თანხის დაბრუნება... სისხლის ანალიზის გასაკეთებლად დაზღვევას უნდა დაურეკო და კითხო - თუ შეიძლებაო? საქართველოში კლინიკების უმეტესობა კერძოა... და ექიმი ჩვეულებრივი რიგითი მუშაა.
14:21 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბავშვი საავადმყოფოში რომ მივიყვანე, ექიმმა ზედ არ შეხედა, თურტლიანი ხალათით გვერდით დამიჯდა და ერთი ღამე 100 ლარი დაგიჯდებაო,თუ გადაიხდი მოგხედავო,მერე თურტლიანი ყავის ჭიქით და ჩხუბით ბავშვს წამალი დაალევინა. ისე ვიყავი გაოგნებული და შეშინებული, რომ ხმა ვერ ამოვიღე...
14:12 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
მე ქობულეთში ვცხოვრობ ბავშვი მივიკვანე ქობულეთის სავადმკოფოში და მიმგებში კაციშვილი ვერ ვიპოვეთ მოლარე გოგომ ეძება სართულ სართულ განუკიტხაობა კი არა გასცორებულია მიცასთან კველაფერი ზირს ასეთი მინისტრი რომელ;იც ვერ აკონტრელებს ტავისნებაზე მიშვებულ ექიმებს.
21:58 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მამაჩემი ექიმების გულგრილობის გამო დაიღუპა 51 წლის კაცი მოკლეს და რა ხელფასსზე საუბრობთ,იმ ექიმს ხელფასიც და პროფესიაც უკან დარჩა.ხელფასი კიარ მკურნალობს ადამიანს?არამედ ცოდნა და სულ ცოტა ტკბილი სიტყვა
19:17 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
რა უფლება????????????? რასქვია არა ადამიან როდესაც უჭირს ვიგაცის უცოდინრობა და გულგრილობა ძალიან ძნელი მოსათმენია.ზოგიერთს ავიწყდება რომ ადამიანზეა საუბარი
19:10 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS