24 სექტემბერი, 2017
ქართულად ამღერებული იტალიელი სიძე - თეონა დვალის ქორწილი თბილისში გრძელდება (ფოტოები)
მსოფლიოში აღიარებული, ქართველი საოპერო მომღერალი თეონა დვალი გათხოვდა. მისი რჩეული იტალიელი ბიზნესმენია. თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი 5 წლის წინ, მოსკოვში გაიცნეს.

წყვილმა ერთი ქორწილი 10 სექტემბერს იტალიაში გადაიხადა, დღეს კი გაბედნიერებას უფრო მასშტაბურად საქართველოში აღნიშნავენ.

თეონას და ჯაკომოს ქორწილში უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი, ცერემონიალი ამ წუტას მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიმდინარეობს.


იტალიელმა სიძემ ქართველებს სიურპრიზი მოუწყო და "თბილისო" ქართულად შეასრულა.
ქორწილი ნამდვილ კონცერტად გადაიქცა, სადაც ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ქართული ესტრადის სხვა
ცნობილი სახეები მღერიან.
სტუმრებს შორის კი უამრავი სელებრითია. 

Rating
Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS