22 სექტემბერი, 2017
"ამაზე დიდი იდეოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია მოქალაქეების ტვინსა და გონებაში" - ქართველი მწერალი "ჯარისკაცის მამას" აკრიტიკებს
მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეჟისორ რეზო ჩხეიძეს აკრიტიკებს.

„რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა" საერთოდ არ მიყვარს. ერთადერთხელ მაქვს ნანახი და იმის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, აღარ ვუყურებ.

ამაზე დიდი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების ტვინსა და გონებაში.

კი, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებს, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისა იყო, მაგრამ აქ, ამ ფილმში, ამ უდაოდ ნიჭიერმა რეჟისორმა, ისე ეშმაკურად და ოსტატურად, ეროვნულ ნიუანსებში იმხელა იმპერიული მუხტი და სულისკვეთება
ჩადო, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება, რამხელა ნაღმს ადგამს ფეხს, როდესაც ფილმს უყურებს.


ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება.

ტყუილად როდი დაინტერესდნენ ჯერ კიდევ ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მამები კინემატოგრაფით, ხოლო საბჭოთა კავშირი ამაოდ როდი დებდა მილიონებს კინოინდუსტრიაში.

ცხოვრებამ დაგვანახა, რომ რეჟისორებმა და მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშეს საქართველოში ეროვნული იდეალების ხორცსესხმისას - დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სხელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე...“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
შოთიკო
განსაკუთრებით ბოლო დროს ჰოლიუდის ფილმებსა და სერიალებში 25-ე კადრით გაჯერებული იდეოლოგიური შხამი რომ დევს ეტყობა ვერ ამჩნევთ პატივცემულო, ამ თემის გაშლას ვერ დავიწყებ იქედან გამომდინარე რომ ჯერ 99% უშინარსოა, და ყველა დასასრული სარის ფული, სიმდიდრე ნარკოტიკი, ქონება, სხვისი უბედურების გადაგდების , თაღლითობის გზით და არა ოჯახური სიყვარული, ცოლქმრული პატივისცემა, მეგობრაობა კაცობა, ქალობა, და ასევე ვითომ თავისუფლებისათვის ბრძოლა... რა არის თავისუფლება? გიფიქრიათ იმაზე რომ ვიღაცის თავისუფლებით ვიღაცის უფლება რომ იზღუდება?! გიჟს რომ თავისუფლება მისცე ალბათ ხვდები რა მოხდება?! დათუ ხვდები ყველა გიჟის სიტყვებს ნუ უსმენთ ვინაიდან ყველა აფიქსირებს თავის აზრს...
19:12 / 22-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS