22 სექტემბერი, 2017
"ამაზე დიდი იდეოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია მოქალაქეების ტვინსა და გონებაში" - ქართველი მწერალი "ჯარისკაცის მამას" აკრიტიკებს
მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეჟისორ რეზო ჩხეიძეს აკრიტიკებს.

„რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა" საერთოდ არ მიყვარს. ერთადერთხელ მაქვს ნანახი და იმის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, აღარ ვუყურებ.

ამაზე დიდი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების ტვინსა და გონებაში.

კი, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებს, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისა იყო, მაგრამ აქ, ამ ფილმში, ამ უდაოდ ნიჭიერმა რეჟისორმა, ისე ეშმაკურად და ოსტატურად, ეროვნულ ნიუანსებში იმხელა იმპერიული მუხტი და სულისკვეთება
ჩადო, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება, რამხელა ნაღმს ადგამს ფეხს, როდესაც ფილმს უყურებს.


ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება.

ტყუილად როდი დაინტერესდნენ ჯერ კიდევ ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მამები კინემატოგრაფით, ხოლო საბჭოთა კავშირი ამაოდ როდი დებდა მილიონებს კინოინდუსტრიაში.

ცხოვრებამ დაგვანახა, რომ რეჟისორებმა და მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშეს საქართველოში ეროვნული იდეალების ხორცსესხმისას - დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სხელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე...“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
natia
ვაი დენს პატრონს არ გეტყობა როგორი პატრიოტი გაიზარდე
04:20 / 27-09-2017
გამოხმაურება / 0 /
???
მწერალი რომ მხოლოდ სხვის ნამუშევარზე დაწერილი ამ აბდაუბდათი გამოჩნდება (მართლ ა ვერ გავიგე რას ბოდიალობს და რა აღმოაჩინა თან ახლა 60 წლის მერე როცა არანაირი აქტუალობა აღარ აქვს ამას)
01:08 / 27-09-2017
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ღანიშაშვილი და მწერალი? რაო რა მონდაო? მაგდანას ლურჯაზე რა აზრის ხარ?
21:55 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
lia
ადამიანობაში უჭირს ეტყობა...
21:09 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ზურა
გამახსენდა თვალი პატიოსანიდან ეპიზოდი. - სცენარს იხილავენ, რომლის ფინალში ბავშვები პოულობენ ბომბს და მისგან საყვავილეს აკთებენ. ოთარ ნიჟარაძე კი შაყირით მეორე სერიის ვარიანტს თავაზობს - მსოფლიოში ბევრის მილიტარისტული სულისკვეთებით აღზრდილი ბავშვი, ამიტომ მეორე სერია გავაკეთოთ და მის ფინალში ასეთ ბავშვებს საყვავლილიდან ბომბი გავაკეთებინოთო. ტოლსტოი გამიგია, ჯავახიშვილიც, აი ღანიშაშვილი არ გამიგია. თქვენ ? რადიატორთან ხომ არ იჯდა ?
17:25 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
kato
საერთოდ კინო ინდუსტრია რომ იდეოლოგიური იარაღია და მაგაში დიდი ფული იდება უკვე სამწუხარო რეალობაა. კარგი იქნება თუ ყველა ნიმუშს ფრთხილი თვალით შევხედავთ, ცუდია რომ გვაბოლებენ.
13:39 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ღააანიაშვილო გაშალე შენი აზრები იქნებ ნაზრევს ვინმე მიხვდეს. და კორასი არ იყოს იქნებ მართლა გამოკრა ხელი მწერლობას. ისე იმ ერთხელაც არ გეყურებინა ჯობდა ეს დიდებული ფილმი. ფუი ეშმაკს.
12:50 / 26-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
ესვიღა ოხერია მიდი გაა&ვი პირი გამოირეცხე ამ დიდებულლ ფილმზე რომ რამეს იტყვი
23:58 / 25-09-2017
გამოხმაურება / 0 /
კორა
ღანიშაშვილო, როგოც იქნა მოგაქციეს ყურადღება. კარგი მარკეტინგული სვლაა, ასე გააგრძელე. იქნე მართლაც გამოკრა ხელი მწერლობას.
21:52 / 23-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნაირა უგულავა
სხვა თემა მოძებნე,ნუ წაბილწავთ ყველაფერს
20:59 / 22-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS