22 სექტემბერი, 2017
"ამაზე დიდი იდეოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია მოქალაქეების ტვინსა და გონებაში" - ქართველი მწერალი "ჯარისკაცის მამას" აკრიტიკებს
მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეჟისორ რეზო ჩხეიძეს აკრიტიკებს.

„რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა" საერთოდ არ მიყვარს. ერთადერთხელ მაქვს ნანახი და იმის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, აღარ ვუყურებ.

ამაზე დიდი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების ტვინსა და გონებაში.

კი, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებს, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისა იყო, მაგრამ აქ, ამ ფილმში, ამ უდაოდ ნიჭიერმა რეჟისორმა, ისე ეშმაკურად და ოსტატურად, ეროვნულ ნიუანსებში იმხელა იმპერიული მუხტი და სულისკვეთება
ჩადო, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება, რამხელა ნაღმს ადგამს ფეხს, როდესაც ფილმს უყურებს.


ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება.

ტყუილად როდი დაინტერესდნენ ჯერ კიდევ ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მამები კინემატოგრაფით, ხოლო საბჭოთა კავშირი ამაოდ როდი დებდა მილიონებს კინოინდუსტრიაში.

ცხოვრებამ დაგვანახა, რომ რეჟისორებმა და მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშეს საქართველოში ეროვნული იდეალების ხორცსესხმისას - დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სხელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე...“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
გიგო
რომელი მწერალი ხარ არ ვიცი,მაგრამ არც კინოსი გაგეგება და არც მწერლობის! რა დროს საბჭოთა იდეოლოგიაა ? რაღაც რამსები აგერია აი!
17:10 / 30-09-2017
გამოხმაურება / 0 /
@
ღანიშ! ასე აპირებ ცხოვრებას და ცნობადობას!
09:53 / 30-09-2017
გამოხმაურება / 0 /
gg
მაგან მხოლოდ ტიტანიკიდან გამოიტანა დასკვნები და აღმოაჩინა შიგნით დაფარული ინფორმაციები. ამ ფილმზე გავიზარდე და დღესაც დიდი ემოციით და სიყვარულით უყურებ და ყოველ ჯერზე მამაჩემს კიდევ უფრო მეტ პატივს ვცემ. რატომ იბადებიან ესეთი ტვინ ნაღრძობი ხალხი ან ვინ უტკეპნით ტვინის ნაკეცებს ნეტა ერთი მანახა რა
14:25 / 29-09-2017
გამოხმაურება / 0 /
დამწყები.......
სანამ მწერალს ან პოეტს ვუწოდებთ ვინმეს,იქნებ შემოვიღოთ :ასისტენტ-მწერალი,პოეტი...ასპირანტი მწერალი,პოეტი... და ა.შ.გაივლის რამოდენიმე საფეხურს და გახდება შემდეგ კალმის დიდოსტატი...მგოსანი.....უგვირგვინო მეფე....
09:23 / 29-09-2017
გამოხმაურება / 0 /
კახაბერი
ამისნაირი *მწერალი* , მართლა ინკვიზიციას უნდა გადასცე !
22:59 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
გივი
რათქმაუნდა ეს ნაღმია და ის არ არის ნაღმი, გერმანელების მხარეზე ქართველები რომ იბრძოდნენ და მათ წარმოაჩენენ გმირებად
20:45 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ეს ადამიანი მცერალი არ არის ნამდვილად და ფილმი კი სჰესანისჰნავია კოველმხრივ. ნეტა რატომ აქვს უპლება ტავისი აზრი გამოტქვას მიტ უმეტეს ესეტი უაზრო და სულელური.
17:45 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
სს
ეტყობა ვერაა კარგად საცოდავი
13:40 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
nino
Dzalian gtxovt chamtvalot briyvad da ganmimartot romeli teksti ra nagms sheicavs
11:10 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
WTF
ამ სიბრიყვეზე ამდენი კომენტარი ძალიან დიდი პატივია ამ "მგოსანისთვის".
17:00 / 27-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS