22 სექტემბერი, 2017
"ამაზე დიდი იდეოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია მოქალაქეების ტვინსა და გონებაში" - ქართველი მწერალი "ჯარისკაცის მამას" აკრიტიკებს
მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეჟისორ რეზო ჩხეიძეს აკრიტიკებს.

„რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა" საერთოდ არ მიყვარს. ერთადერთხელ მაქვს ნანახი და იმის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, აღარ ვუყურებ.

ამაზე დიდი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისორს ჩაუდია საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების ტვინსა და გონებაში.

კი, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებს, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისა იყო, მაგრამ აქ, ამ ფილმში, ამ უდაოდ ნიჭიერმა რეჟისორმა, ისე ეშმაკურად და ოსტატურად, ეროვნულ ნიუანსებში იმხელა იმპერიული მუხტი და სულისკვეთება
ჩადო, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება, რამხელა ნაღმს ადგამს ფეხს, როდესაც ფილმს უყურებს.


ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება.

ტყუილად როდი დაინტერესდნენ ჯერ კიდევ ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მამები კინემატოგრაფით, ხოლო საბჭოთა კავშირი ამაოდ როდი დებდა მილიონებს კინოინდუსტრიაში.

ცხოვრებამ დაგვანახა, რომ რეჟისორებმა და მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშეს საქართველოში ეროვნული იდეალების ხორცსესხმისას - დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სხელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე...“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
პავლე
კაი მყრალი და გაფუჭებული პიროვნება ჩანხარ! ეტყობა შენი ოჯახის(წინაპრები) წევრებიც ომის დროს დეზერტირები იყვნენ და შენც იმათი დამპალი თესლიდანა ხარ შეთითხნილი შე ახვარო!
15:00 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ედო ზ
კაცი ხარ თუ რენტგენი შე ყვერო? ერთი შეხედვით ამდენი როგორ დაინახე?
22:06 / 13-07-2018
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ტყრმე მწერალი ყოპილა რა დაწერა ნეტავ123
16:14 / 02-10-2017
გამოხმაურება / 0 /
დავითი
... და ეს "მწერალი" რაიმე პრემიას რომ მიიღებს, ჟიური და მწერალი ერთნაირი ბანძები არ არიან?
14:56 / 02-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ხევსური
ბ-ნო ღანიშაშვილო, მაინტერესებს მიგაჩნიათ თუ არა იდეოლოგიურ ბომბად პლაგიატი ავტორის ყურბან საიდის არაფრით გამორჩეული "ალი და ნინოს" ჯერ უზომოდ გაპიარება, შემდეგ კი ბათუმში სკულპტურის დადგმა, სადაც მუსულმანი ალი ყოველწუთიერად "უერთდება" ქართველ ნინოს
14:37 / 01-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ფილმი თავის დროზე ძალიან მომეწონა, რა იდეოლოგიაზე ვსაუბრობთ, აქ ყველაფერი ადამიანებისთვის არის გაკეთებული და ადამიანებიც კმაყოფილი დარჩნენ, არ მაინტერესებს ვიღაცა ღანიაშვილის აზრი, მე მხოლოდ ერთმა რამემ დამწყვიტა გული, 57 წელია კახელების რძალი ვარ და არსად, არასდროს არ მინახავს ასე ჩაცმული კახელი გლეხი, რომ მუხლებამდე ქონოდა შარვლის უბე, თავის დროზედაც გავნაწყენდი და დღესაც ვერაფრით ვერ ვეგუები ასე უგემოვნოდ ჩაცვმულ კახელ გლეხს. გაბურძგნული, გაუპარსავი, მაგრამ შეჭრილი ხომ შეიძლებოდა წესიერად ჰქონოდა წვერი. ეს ულამაზესი კაცი, სერგო ზაქარიაძე, ტყიდან გამოსულს რომ გავს, სად ნახა რეჟისორმა ასეთი მოხუცი კახეთში არ ვიცი. ისე შინაარსი და გადაღებაც ძალიან მომეწონა და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.
11:20 / 01-10-2017
გამოხმაურება / 0 /
რომანოზი
შე კაი დედმამიშვილო მიცვალებულების პატივისცემა შენზე არავის უსწავლებია?
02:07 / 01-10-2017
გამოხმაურება / 0 /
თამაზი 57
საღოლ. კიდევ ერთი მწერალი? ისე ფსევდონიმი აგერჩია რამე მარტივი არ გინდა ამ შაშაკოლაშვილი თუ რა გვარი ხარ დამახსოვრება?
23:46 / 30-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინა
როდემდე შეიძლება ქართველმა თავისივე ქართველი და ისიც ბუმბერაზი პიროვნება ასე აკრიტიკოს,მე პირადათ თქვენი მწერლობის არაფერი გამიგია და იქნებ შეწყვიტოთ ასეთი დეზინფორმაცია ეს ყველაფერი თუ კარგი ვაშკაცი იყავი, დაგეწერათ ბატონი რეზოს სიცოცხლეში და მიიღებდით სათანადო პასუხს მისგან,აფსუს ბატონო რეზო ვინ გაკრიტიკებთ!
22:39 / 30-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მდაა
ვაი შენს პატრონს!შენ თვითონ ხარ ახლა ნაღმი.
18:31 / 30-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS