22 სექტემბერი, 2017
"მორწმუნეებო, უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში"
მამა პეტრე სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მარიამ კვარაცხელიას, საკუთარი ჩაცმულობის და მოდელობის გამო, საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს.

"მორწმუნეებო”, საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, რომ არავის ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება… ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს… მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს…

ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს, ნურც კოჭებამდე კაბას დაელოდებით… გავიგოთ, რომ ეს არ არის სულიერი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი… უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში გულისწორთან ერთად… არც ასეთის განკითხვის უფლება გვაქვს… რბილში გვაქვს გამჯდარი ფარესევლური ქრისტიანობა…
მთავარია გარედან ვინმემ დაკლი არ დაგვანახოს, შინაგანს არავინ კითხულობს… თუმცა, არც მოკლე კაბაა ნაკლი…

ნუ დავდივართ დათრგუნულები. ცოდვებისგან შეზღუდვას გვასწავლის უფალი და არა, გონებით შეზღუდულობას. მართლმადიდებლობა აზროვნების რელიგიაა…

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ვუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას… არავის ჩაცმის სტილს არ ვეხები. არავინ გკითხავთ, რას ჩაიცმევს ჩემი შვილი…

მერე რა, რომ მღვდლის შვილია, მას საკუთარი არჩევანი აქვს… მადლობა ღმერთს, რომ პიროვნებად ყალიბდება და არასდროს ინტერესდება ნაჭრის სიგრძით და სიმოკლით…

თავი დაინდეთ, მოერიდეთ უშინაარსო განკითხვას…"-წერს მამა პეტრე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კატო
რას ქვია ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება? ნახევრად შიშველი და გამომწვევად ჩაცმული ქალი კაცს რომ აღიზიანებს ეს ცოდვა არ არის? რომელი რელიგიის მღვდელი ხართ?
21:28 / 24-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS