22 სექტემბერი, 2017
სტეფანეს კლიპიდან მილანის მოდის კვირეულზე
თეკლა ჩიჯავაძეს პოპულარობა სტეფანეს კლიპში გადაღებამ მოუტანა. "დამიბრუნდი" ჰიტი გახდა, ხოლო კლიპში მონაწილე მსახიობების თეკლას და ვაჟას სილამაზემ გულგრილი არავინ დატოვა.

თეკლა ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელია და როგორც ჩანს, კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს.

თეკლა ჩიჯავაძემ პოდიუმზე პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, მან მილანის მოდის კვირეულზე მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე იტალიელი დიზაინერის "Viveta"-ს კოლექცია გამოიტანა.

"გიბრუნდებით მორიგი სასიხარულო ამბით.

ამჯერად ჩვენი კიდევ ერთი მოდელი, უმაგრესი გოგო ყველაზე პოზიტიური ადამიანი ვინც კი ოდესმე მინახავს. რამოდენიმე წუთის წინ
თეკლა ჩიჯავაძემ მილანის მოდის კვირეულზე დიზაინერ Vivetta-ს კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა"-წერს ნინო ცქიტიშვილი.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS