22 სექტემბერი, 2017
ლელა და მამულიჩა "გადააგდეს"
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი მოტყუების მსხვერპლნი გახდნენ.

ქართული ესტრადის ვარსკვლავის კონცერტი მიუნხენში უნდა გამართულიყო, რომლის ორგანიზატორიც გვანცა შალამბერიძე იყო, მაგრამ მომღერალი და მისი პროდუსერი მეუღლე ორგანაიზატორმა "გადააგდო".

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მამულიჩა წერს:

"ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად
გვინდოდა თქვენთვის საყვარელი და მონატრებული სიმღერების შემოთავაზება,ბოლო წუთამდე არ ვკარგავდით იმედს რომ შეგხვდებოდით, ბოლო წუთამდე ველოდეთ ორგანიზატორის მხრიდან თვითმფრინავის ბილეთებს, და სასტუმროს ჯავშანს, (ჰონორარზე აღარააა საუბარი) , წესით 21-ში გამთენიისას უნდა გამოვფრენლიყავით,
მაგრამ პირობების შესრულება არ მოხდა.... ამიტომ ძალიან გვწყინს რომ ამ ეტაპზე ვეღარ შეგხვდებით გერმანიაში მცხოვრებო ჩემო საყვარელო თანემემამულეებო, კონცერტი რომელიც თქვენთვის მზადდებოდა სამწუხაროდ აღარ შედგება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცადეთ , ჩვენი რესურსებით, სარეკლამო რგოლით, სადაც ლელას მიმართვააა,ჩვენი და ჩვენი მეგობრების გვერდებზე კონცერტის რეკლამის დაშეარებით, დავხმარებოდით კონცერტის ორგანიზატორს, რაც გვთხოვა, ყველაფერი გავაკეთეთ რაც ჩვენ შეგვეძლო საქართველოდან გაგვეკეთებინა" -წერს მამულიჩა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS