18 დეკემბერი, 2013
''შავი სიები'' შოუბიზნესში - ''თუ დაიმსახურებს მარინა ბერიძე, მართლა გავლახავ''...
მარინა ბერიძე ახლა რომ აცხადებს - მე არ ვაკეთებ კონცერტსო, აბა, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს ახალი წელი მოდის და ყველა განსაკუთრებულად ემზადება დღესასწაულისთვის, მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლები. როგორც გაირკვა, 2014 წლის დადგომას ისევე ჩუმად აღარ შეხვდება თბილისი, როგორც ეს 2013 წელს მოხდა და თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა, პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე, მარინა ბერიძეს ხელების დამტვრევითა და გალახვით ემუქრებოდა, რადგან მან საახალწლო კონცერტიდან მარიკა თხელიძე ''ამოიღო''.

ამ ფაქტის
შემდეგ, მარინა ბერიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა საახალწლო კონცერტის სამზადისთან და ისიც თქვა, რომ ამაზე ''ალტერვიჟენი'' მუშაობდა, კულტურის სამინისტრო კი უბრალოდ, დამკვეთი იყო, რომელიც კონცერტს აფინანსებდა.

Rating

გადავწყვიტეთ კომენტარზე მარიკა თხელიძეს დავკავშირებოდით და მასთან სახლში დავრეკეთ. მომღერალი სახლში არ აღმოჩნდა, ტელეფონს კი მარიკას მამიდამ, ნანამ უპასუხა, რომელმაც გვითხრა, რომ მისთვის გვეკითხა რაც გვაინტერესებდა...

- ქალბატონო ნანა, მარინა ბერიძე აცხადებს, რომ საახალწლო კონცერტის სამზადისში მას არანაირი წვლილი არ შეაქვს და ამ შოუზე ''ალტერვიჟენი'' მუშაობს, მაშინ რატომ ბრაზობთ მასზე?
- როგორ გეკადრებათ, ვისია შ.პ.ს. ''ალტერვიჟენი''? აჩიკო გულედანის, რომელიც წინა ხელისუფლების ხელშეწყობით, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო კონცერტებს მართავდა.
მოგეხსენებათ, მარინა ბერიძეც და აჩიკო გულედანიც ''ნაციონალების'' მხარდამჭერები არიან და როგორც ნაციონალები, მე მიპირისპირდებიან. დღესაც ისინი წყვეტენ, ვინ მიიღოს მონაწილეობა კონცერტში და ვინ არა. მე გახლავართ ორგანიზაცია ''სამოქალაქო სოლიდარობის'' დაფუძნებელი, უფლებადამცველი, რომელიც ვიცავ მოქალაქეების უფლებებს და ამიტომაც გავახმაურე ეს საქმე. მიშას მთავრობის დროს პოლიტპატიმარი ვიყავი, ახლა რაღა უნდათ, რატომ მებრძვიან? მარტო მარიკა კი არ ამოიღეს სიიდან, თიკა ჯამბურია, კახა კუხიანიძე, ''ფორტე'', მაგრამ მგონი ''ფორტე'' მერე ისევ ჩასვეს... მარინა ბერიძე ახლა რომ აცხადებს - მე არ ვაკეთებ კონცერტსო, აბა, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს?
- კულტურის სამინისტრო..
- ჰოდა, სჯერა ვინმეს, რომ ფულს იხდიდეს რაღაცაში და არ ინტერესდებოდეს შიდა სამზარეულოთი?
- ანუ, თქვენ მაინც ამბობთ, რომ მარინა ბერიძე მონაწილეობს მომღერალთა სიების შედგენაში?
- კი, რა თქმა უნდა ასეა.
- თავად მარიკა რას ამბობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
- არ მაინტერესებს მე რას ამბობს მარიკა. მე, როგორც უფლებადამცველი ვიცავ მის უფლებებს.
- როგორ ვიცით, მარინა ბერიძეს უნდა შეხვედროდით. რატომ არ შედგა შეხვედრა?
- ჯერ არ ვთვლი საჭიროდ მასთან შეხვედრას, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ვაპირებ საუბარს, მაგრამ თუ დაიმსახურებს მარინა ბერიძე, მართლა გავლახავ, არ ვემუქრები. დაანებოს თავი ახალგაზრდების ნერვების შლას, პირველად არ აკეთებს ამას.
- მარიკა და მარინა ბერიძე ხომ თანამშრომლები არიან კულტურის სამინისტროში, როგორ ფიქრობთ, ეს დაპირისპირება არ იქონიებს გავლენას მათ ურთიერთობაზე?
- თუ მარინა ბერიძეს შეგნება აქვს, არანაირი გავლენა არ უნდა იქონიოს.

ციცი ომანიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნატუკა
მარინას თქვენ მე მასწავლით? ტვალი გადაავლოს Gანვლილ პირად თუ საზიგადოებრივ წარსულს!
13:03 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ამრიეტოკ
მარიკას ერთი რამტი–რა მირჩევნია უსაქმური ბერიძის მთელს პერსონას! სირცხვილი შენი შე არაქალო!
20:26 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
მარიკა 3 წლიდან სცენაზე დგას,8 ცლიდან დიდ სცენაზე დადგა და გამოდიოდა ნატო მეტონიძის ლიზა ბაგრატიონის თემურ თათარაშვილის მერაბ სეFაშვილის და ა. შ. მომგერლებტან ერტად. 8 ცლიდან იგებს კონცერტებში, ტელე პროექტებში, დაჯილდოებებში,ტელე გადაცემებში,საზგვარგარეთ კონკურსებში,რუსეთში, ევრიპაში, ჰოლივუდში, ყველა ამ ცჰამონათვალიდან გრამპრით და პირველი ადგილით გამარჯვებული. საქართველოს ემსახურება წარმატებით, მისი მამა დაიგუპა აფხაზეთში, საქართველოს შეწირა თავი. არ რცხვენიათ?
11:25 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
მარინა ბერიძე ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს:უნიჭო მომგერლები", დიდ მუსიკოსად რომ მოაქვს თავი ერთ ერთ პროექტში იმგერა და ერთი ბგერაც კი არ იკო სუფთა. ეგ მართლა უნიჭო. გაიხსენოს.
10:15 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ერთი კითხვა მაქ საზოგადოებასთან და ასევე ამ საკითხში კომპეტენტურ ადამიანაბთან... რატო აღარასდროს დამთავრდა ბერიძის ეპოქა შეგიძლიათ ვინმემ გამცეთ პასუხი? ასევე მაინტერესებს წინა ხელისუფლების კარის მომღერლები რატომ არიან ისევ ზენიტში, შეიძლება ყველა დროს ყველა საცობს ერგებოდე... (აქვე მინდა ავღნიშნო ჩემი დამოკიდებულება იამსთან დაკავშირებით რომ ხელოვანი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს თავისი ხელოვნების გამოსაფენად საზოგადოების წინაშე, თუმცა ბევრი ზუსტად კარის მომღერალი იყო, პოლიტიკას არ ვეხები რომელი უკეთესი იყო. უბრალოთ გამაღიზიანებელი საზოგადოებაში ასეთი ფაქტები)
02:26 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მარიკა 8 წლიდან მგერის დგემდე, თან კარგად დააკვირდით თუ გკავთ ესეთი გოგო სცენაზე
17:12 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
მარიკა თხელიძე ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნებაა, ასეთი იყო ბავშობიდანვე. მას არასოდეს არავინ არ ლობირებდა. მხოლოდ მისმა პედაგოგმა და საკუთარმა დედამ იციან რამდენს შრომობდა და შრომობს მარიკა. მარიკასნაირი მომღერალი არ უნდა დაიკარგოს და ხშირად უნდა ჩანდეს სცენაზე. ამას ხელი უფროსებმა არ უნდა შეუშალონ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ატეხილი სკანდალი მარიკას, მისდაუნებურად არასახარბიელო სიტუაციაში ჩააყენებდა, მაგრამ ვინც მარიკას იცნობს დამერწმუნება, რომ ამ ნიჭიერ გოგონას ხშირად ვიხილავთ თავის ძველ ამპლუაში, ალბათ ყველას გახსოვთ მისი კლიპებიც ...
15:01 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
ეს ქალბატონი ამცხადებს, რომ უფლებადამცველია...პარადოქსია, რადგანაც დაპირისპირებულ მხარეს ხელების დამტვრევით ემუქრება... ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინაა ხელისუფლებაში, თავად საზოგადოებაა მოძალადე, დამსმენი, მოშურნე...შესაბამისად - პროდუქტია ისეთი ხელისუფება, როგორიც იყო 20 წლის წინ, ახლო წარსულში, არის ამჟამად ან იქნება მომავალში...სამწუხაროდ მეცოცხის მენტალიტეტის აღმოფხვრის ტენდენცია არ შეინიშნება....
11:25 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
მარინე ბერიძე:დედაშენმა ანდერორძი შენ არ დაგიტოვა,სამაგიეროდ მიშამ ანდერძით შენი თავი გრუზინსკის დაუტოვა:)
23:34 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რაც ენაზე მოგადგებათ:))
ეს ქალი გაქანებული პროკურორი არ ყოფილა არასდროს და რატომ დაიჭირეს ეს ჯერ გაარკვიეთ და მერე ოლაპარაკეთ.სულ ტყუილში და დაქლიავებული ყოფნა არ მოგბეზრდათ ამდენი წელი.მილიონების მიმთვისებლები გაიძახიან უდანაშაულო წმინდანები ვართო და მართლა უსამართლოდ დასჯილი და შეურაცხყოფილი ადამიანები როგორ ხასიათზე უნა იყვნენ?!
20:13 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS