18 დეკემბერი, 2013
ვინ მოუგონა ნინო ჩხეიძეს ფეხმძიმობა?
რაღაცნაირი გაშლილი, ''პაჩკა'' კაბა მაცვია და გაბერილი ჩანს მუცელი ცოტა ხნის წინ, მომღერალ ნინო ჩხეიძის შესახებ ქალაქში მორიგი ჭორი აგორდა. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე, სადაც ნინოს შავი კაბა აცვია, მომღერალი მოსუქებული ჩანს. ამბობენ, რომ ჩხეიძე ფეხმძიმედაა და ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავს. იმასაც ამბობენ, ამის გამო ჟურნალისტებთან ურთიერთობასაც ერიდება და ტელეფონის ზარსაც არ პასუხობსო.
ნინომ ჩვენს ზარს სიამოვნებით უპასუხა.

-  ნინო, ''რეიტინგიდან'' გაწუხებთ, როგორ ხარ?
-  მადლობა, ცოტა ცუდად. გაციებული ვარ.
-  ახალი ამბავი გავიგეთ და გვინდა
შენთან გადავამოწმოთ.

-  გისმენთ.
-  ამბობენ, ნინო მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედო.
-  არა, რა სისულელეა. ერთ-ერთმა საიტმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, მაგრამ ტყუილია. ყოველდღე ჩემს ახალ ფოტოებს ვაქვეყნებ, ვის რა უნდა გამოჰპარვოდა, მითუმეტეს ჟურნალისტებს. არსად არ ჩანს ჩემი ფეხმძიმობა.
-  იმალება, სახლში ზის და ჟურნალისტებს თავს არიდებსო, ამბობენ.
-  რა სისულელეა, ყველგან დავდივარ სადაც მეპატიჟებიან.
-  ბოლოს ''მეგას'' დაჯილდოვებაზე გნახე, ერთი კვირის წინ, სცენაზეც ახვედი... არაფერი გეტყობოდა. როგორ გგონია, რატომ გავრცელდა ეს ჭორი?
-  ეს ფოტო მეც ვნახე და ეჭვი მეც გამიჩნდა (იცინის). რაღაცნაირი გაშლილი, ''პაჩკა'' კაბა მაცვია და გაბერილი ჩანს მუცელი.
-  თავად გადაიღე ეს ფოტო?
-  არა, სხვამ მომნიშნა ფოტოზე.
-  მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობ?
-  როგორ არ ვფიქრობ. უკვე 32 წლის ვარ და უახლოეს ორ წელიწადში მინდა მეორე შვილი მყავდეს. ამ ეტაპზე მართლა არ ვარ ფეხმძიმედ, თორემ არ დაგიმალავდით. ეს რა დასამალი ამბავია (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მახო
დიდი სიამოვნებით უსმენ ამ გოგოს სიმღერებს ბოლო დროს ცოტა თავში აუვარდა ჩაცმულობას ვგულისხმობ უნახავმა რა ნახაო მაგაზეა ნათქვამი
20:51 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანგელინა
აღარ იცით ჟურნალისტებმა, ამ უნიჭო ნინო ჩხეიძეს პიარი როგორ გაუკეთოთ და ათას სისულელეებს იგონებთ... თემები გამოელიათ ეტყობა და აღარ იცით რა მოიგონოთ და რა შეთხზათ.....
14:04 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
)))
პაჩკა კაბა მე სხვანაირი ვიცი:))
17:07 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ისე გაიგიჟა თავი,თითქოს სასაწაული იყოს,რომ გათხოვილი ქალი მეორე შვილზე იყოს ორსულად.ოხ რა გეშველებათ რა,არ იმართლა თავი უცებ?
15:17 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS