20 სექტემბერი, 2017
მარიშა ურუშაძე Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა
ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Lookmodels-ი ავრცელებს.

"ჩვენო ერთგულო მეობრებო, ჩვენო მოდელებო ,მოდის მიმდევრებო და ზოგადად Lookmodels-ის მოდელების გულშემატკივრებო . გიბრუნდებით არაჩვეულებრივი News-ით. სიახლით რომელსაც ხვალ უკვე მსოფლიოს ყველა წამყვანი მოდის ჟურნალი გააშუქებს, სავარაუდო სათაურით: ქართველი გოგონა მარიშა ურუშაძე მილანის მოდის კვირეულზე Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა Marisha Gucci exclusive Model for SS18 fashion show .

იყო ექსკლუზიური მოდელი ამა თუ იმ წამყვანი ბრენდის ნიშნავს მოდელის კარიერის ბრწყინვალე და საოცნებო
დასაწყისს, რაც აამაღლებს მის სტატუს მაღალი მოდის ინდუსტრიაში და სამომავლოდ უზრუნველყოფს მის გამოსვლას მხოლოდ ტოპ ბრენდების ჩვენებებზე.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ექსკლუზივი მხოლოდ მილანის მოდის კვირეულს მოიცავს და არ შეეხება სხვა მოდის კვირეულებს, ანუ მარიშას აქვს უფლება პარიში სხვა დეზაინერების ჩვენებებშიც მიიღოს მონაწილეობა.
მადლობა დაუღალავი და პროფესიონალური შრომისთვის , მადლობა მოთბინებისთვის , მადლობა ნდობისთვის და ყველაზე დიდი მადლობა ერთგულებისთვის !!! We Are Proud Of You !!!Good job” - წერს Lookmodels-ი.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS