19 სექტემბერი, 2017
5 ბინა თბილისში - რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის ქონებაც 2 მილიონ ლარად არის შეფასებული
პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, უძრავი ქონება არასრულად აქვს დეკლარირებული.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, წილოსანი მილიონერ დეპუტატთა რიგებშია და მისი ქონება 2 მილიონ ლარად შეფასებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი. მიმდინარე წლის 6 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 124,70 კვადრატული მეტრის; 224,70 კვ. მეტრის; 131,60 კვ. მეტრის; 72,40 კვ. მეტრი ფართობისა და 59 კვ. მეტრის, ჯამში 5
ბინას თბილისში; 94,55 კვ. მეტრის ბინას მცხეთაში; 60 კვ. მეტრი ფართობის ბინას წყნეთში; 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში, რომლის 33%-ია მის საკუთრებაში; 82,90 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომლის 27,63%-იანი წილი ეკუთვნის; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დაბა ურეკში; 1 175 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი BMW X 5.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ზაზა
წილები აქვს ეტყობა და მანდედან ფლობს ამ ქონებას
21:26 / 23-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
არ მითხრათ, მამამ დაუტოვაო.... იქნებ დაწეროთ საიდან დააგროვა უცებ მილიონები. თუნვა ამ უპატრონო ქვეყანაში რაღა უნდა გაგვიკვირდეს. შუაც გაკრიფა და ბოლოც იძინამ
22:01 / 19-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS