19 სექტემბერი, 2017
ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოტტო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი,
ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS