როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ახლა, ულამაზესი მსახიობი ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ ბავშვობიდან მომყვება ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ გათვლილი მაქვს ყველაფერი - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე და
9 წელი გავიდა რაც პატარა ალექსანდრეს ბებია გავხდი. ის ამერიკაში ცხოვრობს. ძალიან მენატრებიან, ხშირად ვსაუბრობთ სკაიპით. ჩემი შვილიშვილია და თვალებით მგავს. ვერ ვხვდები რა არის ამაში გასაკვირი?!
ცნობისმოყვარე ბავშვია, რომელიც უამრავ კითხვას სვამს და ღრუბელივით იწოვს პასუხებს. მინდა ბებიკო დამიძახოს, მაგრამ სახელით მომმართავს. ჩემი შვილიც ლიაკს მეძახის.
მსახიობმა ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ზედმეტ წონას ებრძვის.
- ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ და ყოველდღე დავდივარ ვაკის პარკში. ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია. ბუნების მოყვარული ვარ და ხალხმრავლობა არ მიზიდავს. სიგარეტი და ჭამა ჩემი მავნე ჩვევაა, ვჭამ და ვსუქდები. ვეწევი, ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები და ეს სახეზეც მეტყობა.