ნოდარ მელაძე დაინტერესდა, აპირებდა თუ არა მომავალში პოლიტიკაში მოსვლას ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა.
"ძალაუფლება არ მიზიდავს. მე ვთვლი პოლიტიკაში რეფორმებია გასატარებელი, ნელნელა უნდა გადავიდეთ ამ რეფორმებზე, მტავარია საქმე ვაკეთოთ. ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და მნიშვნელოვანია არ იყოს ხალხის დევნა იმიტომ, რომ სხვა გუნდის წარმომადგენელი იყო. მე არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას, ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის
პიანისტმა წინანდალში ჩატარებულ კონცერტზეც ისაუბრა, ის ქართული პუბლიკის და საკონცერტო დარბაზით მოხიბლულია.
"ძალიან კარგი საკონცერტო დარბაზი აშენდა წინანდალში. 2012 წლის მერე პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში რაღაც გაკეთდა. ყველა მხარის წარმომადგენელი ბედნიერი იყო ამით და მე ისე მიხაროდა, მინდოდა ხელები დამეკოცნა იმ ადამიანებისთვის ვინც ის ააშენა.