17 დეკემბერი, 2013
წმინდა ნინოზე ფილმს აღარ გადაიღებენ?
ჩვენი ეკლესიის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და ვალდებულები არიან იზრუნონ ამ თემაზე და თავიანთი წვლილი შეიტანონ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი გიორგი კერესელიძე წმინდა ნინოზე ფილმს იღებდა. ''ნინო'' - ეს უნდა ყოფილიყო წმინდანზე გადაღებული ფილმის სახელწოდება. გადაღებების დაწყებას კი უახლოეს მომავალში გეგმავდნენ.

წმინდანის როლზე კასტინგი გამოცხადდა, თუმცა უამრავ გოგონას შორის არჩევანი ვერ გააკეთეს და 16 წლის ნიცა კაპანაძე ''ფეისბუქის'' საშუალებით აღმოაჩინეს. კასტინგის პირობები საკმაოდ რთული იყო. არჩეული გოგონა არ უნდა ყოფილიყო
მსახიობი, არ უნდა ეთამაშა არასოდეს სხვა ფილმებში და ქრისტიანული წესით უნდა ეცხოვრა.

ნიცა მოგვიანებით პატრიარქს შეხვდა და პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ უწმინდესმა სიყვარულით გააფრთხილა- ''თავში არ ავარდნოდა''.

ეს იყო ბოლო ინფორმაცია რაც ფილმის შესახებ გავრცელდა და მას შემდეგ, პრესაში ამ თემაზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

Rating

გუშინ, მოდელმა თაკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე, ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''სამარცხვინოა, საქართველოში, "წმინდა ნინოს'' გადამღები ჯგუფი დაფინანსებას ვერ შოულობდეს. კულტურის სამინისტროზე აღარც ვლაპარაკობ. იქნებ ანგარიში გავხსნათ და ყველამ ვისაც რისი საშუალება გვაქვს ჩავრიცხოთ და დავეხმაროთ ამ ისტორიული ფილმის გადამღებ ჯგუფს. რას ფიქრობთ?...''

თაკოს სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

გიორგი ახალკაცი:
სამწუხაროა, მაგრამ ბევრმა ისიც არ იცის ვინ იღებს ამ ფილმს და რა სცენარით.. ხალხისგან დაფინანსებული ფილმი ძალიან რთული გადასაღებია... ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწოდება იქნებოდა ვალდებულება.
თაკო ჩხეიძე: მე როგორც ვიცი, პატრიარქმა მისცა კურთხევა ფილმის გადასაღებად. მაგრამ არავინ დააფინანსა
დალი ჩიტალაძე: ჩვენი ეკლესიის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და ვალდებულები არიან იზრუნონ ამ თემაზე და თავიანთი წვლილი შეიტანონ...... გაყიდონ ჯიპები ფონდიც გახსნან და ხალხიც შეიტანს წვლილს....
სოფია ჩარკვიანი: მე როგორც ვიცი, ჰქონდათ დაფინანსება და გაიფლანგა არასწორი ინფორმაციაა?
თაკო ჩხეიძე: არ ვიცი, ნამდვილად.
სოფია ჩარკვიანი: მე ერთი რეჟისორისგან ვიცი.
გიორგი ახალკაცი: კი მეც ეგრე ვიცი, რომ მისცა კურთხევა, მაგრამ არ მოუწოდა, უწმინდესს არ "ვხდი ვალდებულს" უბრალოდ ქართულ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენს სხვადასხვა სიტყვა გონია პატრიარქის "კურთხევა" და "მოწოდება".

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ქეთი
მე,პირადად,რასაც ვახერხებ,ავადმყოფი ბავშვების სამკურნალოდ ვრიცხავ და მეტიც რომ მქონდეს,იმასაც ამ საქმეს მოვახმარდი. თაკოსაც,დედაა და ვურჩევ,თვითოეული ზედმეტი ლარი,ამ ბავშვების გადასარჩენად გაიღოს,რადგან კინოს გადაღება ყოველთვის შეიძლება და უფულობის გამო დაღუპულ ბავშვებს კი ვეღარ გავაცოცხლებთ. ეს ყველაფერი,ერისგან თუ ბერისგან,დიდ ცინიზმად მეჩვენება.ჩვენს გვერდით,მშიერ-მწყურვალი ბავშვები უწამლობის და უექიმობის გამო იხოცებიან და ჩვენ კი,ვითომ ღვთის სადიდებლად თვალთმაქცურ ქრისტიანობას ვართ მიცემული.
19:23 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დაეტიეთ რა. ჟერ დაფინანსება მოეძებნა და მერე ელაპარაკა. ისე ნინოს როლზე კიდმანის მოწვევაზე ოცნებობდა რეჟისორი... პატრირქმა კი რატომ უნდა დააფინანსოს.... რა მან შეუკვეთა?
18:05 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ევა
რა გააწყალეთ მართლა გული რა, ყველა ხელგამოწვდილი როგორ დგას და ითხოვს ფულს!!! თუ შნო არ ქონდა მაგ რეჟისორს , არც უნდა წამოეწყო ეს საქმე! და საერთოდ 25 მილიონი ქონია დაფინანსება ეკლესიას და კეთილი ინებოს და დააფინანსოს!!! არ წაიღეს ტვინი!!!!სპეკულირებენ აქ რელიგიით!!!!
16:38 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იგ
გაყიდეთ მამაოების ჯიპები და ფულიც იქნება!
15:56 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ამ ფილმის სცენარი ნუგზარ შარიამ დაწერა და ბიძინა მას დაფინანსებას შეპირდა, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ ვერ მიიღეს დაფინანსება. იქნებ გაარკვიოთ, რატომ?
15:54 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
fang
და მოიცათ ფილმის გადაღება ისევ ხალხმა უნდა დააფინანსოს? რისთვის არიან ბიზნესმენები? რა მართლა ყველაფერი საწყალი ხალხის კისრიდან უნდა ამოიღონ? დააფინანსონ ბიზნესმენებმა ეს პროექტი!! მეუფეები და მღვდლები რომ სხედან 80 და 100 ათასიან ჯიპებზე გაყიდონ და დააფინანსონ დიდი ამბავი, ხალხის კისრიდან რომ იღებენ ყველაფერს, გეგონება ასეა საჭირო!!! ხალხს ფული არააქვს იმისთვის რომ საჭმელი ჭამონ და რა ფილმის გადაღებაზე გადაყრიან.ვისაც კაი მანქანები და 80 ათასიანი ჯიპები ყავთ, იმათ ბლომად ფულიც ექნებათ, ჰოდა იმათმა დააფინანსონ ეს პროექტი. პირადად მე 1 თეთრსაც კი არ ჩავდებ არ ჩავდებ ამ ფილმში, იმიტომ რომ სხვებზე მეტად მე მიჭირს!!!!!!!!!!!!!!!!!
15:53 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სხვაზე ნუ საუბრობთ მასე რაა, ვალდებული არავინ არის, გადაწყვიტა ფილმი გადაღება გადაიღოს მაშინ.თუ არ შეუძლია და ფინანსებს ვერ შოულობს თვითონ გამოვიდეს და თქვას ტელევიზიით. ჭორაობას კი არ უნდა დამზაგავსოთ რა შუაშია აქ პატრიარქი.აზრზე მოდით სანამ რამეს დაწერდეთ.
15:22 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
giorgi_i
Storria mamaobis ymrawlesoba materializmchia .kai mankana kai chacma ocjaxchi problemsa arakwtt fylis mxriww.da ra madli modis aseti mxwldebidann mainteresebss.
15:11 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა-ს
რა იყო ნინა, ასე მწარედ რატომ რეაგირებ სიმართლეზე. მკრეხელობაა თუ რაც არის ფაქტი სახეზეა. ისე არ იქნებოდა ეს მრელის თუ ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქის განსახილველი თემა , საპატრიარქო ამაზე რომ შესაბამის რეაგირებას ახდენდეს და მხოლოდ და მხოლოდ იმით არ იყოს დაკავებული. ვისაც რამე პრეტენზია აქვს ეკლესიასთან, მკრეხელებს და მცვალებებლების იარლიყებს აკერებენ და პრობლემის გადაწყვეტაზე არავინ ზრუნავს
15:01 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
დალი ჩიტალაძეს ცხოვრება მარტო დიორის კაბაში ტანტალი გონია.მკრეხელობას შეეშვი ქ.ნ დალი და შენ ჯიპს მიხედე.
14:03 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS