17 დეკემბერი, 2013
წმინდა ნინოზე ფილმს აღარ გადაიღებენ?
ჩვენი ეკლესიის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და ვალდებულები არიან იზრუნონ ამ თემაზე და თავიანთი წვლილი შეიტანონ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი გიორგი კერესელიძე წმინდა ნინოზე ფილმს იღებდა. ''ნინო'' - ეს უნდა ყოფილიყო წმინდანზე გადაღებული ფილმის სახელწოდება. გადაღებების დაწყებას კი უახლოეს მომავალში გეგმავდნენ.

წმინდანის როლზე კასტინგი გამოცხადდა, თუმცა უამრავ გოგონას შორის არჩევანი ვერ გააკეთეს და 16 წლის ნიცა კაპანაძე ''ფეისბუქის'' საშუალებით აღმოაჩინეს. კასტინგის პირობები საკმაოდ რთული იყო. არჩეული გოგონა არ უნდა ყოფილიყო
მსახიობი, არ უნდა ეთამაშა არასოდეს სხვა ფილმებში და ქრისტიანული წესით უნდა ეცხოვრა.

ნიცა მოგვიანებით პატრიარქს შეხვდა და პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ უწმინდესმა სიყვარულით გააფრთხილა- ''თავში არ ავარდნოდა''.

ეს იყო ბოლო ინფორმაცია რაც ფილმის შესახებ გავრცელდა და მას შემდეგ, პრესაში ამ თემაზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

Rating

გუშინ, მოდელმა თაკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე, ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''სამარცხვინოა, საქართველოში, "წმინდა ნინოს'' გადამღები ჯგუფი დაფინანსებას ვერ შოულობდეს. კულტურის სამინისტროზე აღარც ვლაპარაკობ. იქნებ ანგარიში გავხსნათ და ყველამ ვისაც რისი საშუალება გვაქვს ჩავრიცხოთ და დავეხმაროთ ამ ისტორიული ფილმის გადამღებ ჯგუფს. რას ფიქრობთ?...''

თაკოს სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

გიორგი ახალკაცი:
სამწუხაროა, მაგრამ ბევრმა ისიც არ იცის ვინ იღებს ამ ფილმს და რა სცენარით.. ხალხისგან დაფინანსებული ფილმი ძალიან რთული გადასაღებია... ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწოდება იქნებოდა ვალდებულება.
თაკო ჩხეიძე: მე როგორც ვიცი, პატრიარქმა მისცა კურთხევა ფილმის გადასაღებად. მაგრამ არავინ დააფინანსა
დალი ჩიტალაძე: ჩვენი ეკლესიის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და ვალდებულები არიან იზრუნონ ამ თემაზე და თავიანთი წვლილი შეიტანონ...... გაყიდონ ჯიპები ფონდიც გახსნან და ხალხიც შეიტანს წვლილს....
სოფია ჩარკვიანი: მე როგორც ვიცი, ჰქონდათ დაფინანსება და გაიფლანგა არასწორი ინფორმაციაა?
თაკო ჩხეიძე: არ ვიცი, ნამდვილად.
სოფია ჩარკვიანი: მე ერთი რეჟისორისგან ვიცი.
გიორგი ახალკაცი: კი მეც ეგრე ვიცი, რომ მისცა კურთხევა, მაგრამ არ მოუწოდა, უწმინდესს არ "ვხდი ვალდებულს" უბრალოდ ქართულ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენს სხვადასხვა სიტყვა გონია პატრიარქის "კურთხევა" და "მოწოდება".

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ადოლფი
ნუ ტაკიმასხარაობთ,ხალხს მიხედეთ მშიერი იხოცება ნახევარი საქართველო.კინოს ფასი აქვს როცა ადამიანი ბედნიერია!
21:24 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
წმ.ნიკოლოზი
ამ ფილმის გადაღება არ შეიძლება!!!
21:20 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
რა ფულის შეგროვება!კინოს გადაღება მხოლოდ კეთილი სურვილი არაა! ეს არის კინოინდუსტრია!ჯგუფი რომელიც ლარ–ლარობით აპირებს ფილმის გადაღებას უკვე არაპრფესიული აზროვნებაა. ან ვიცით მათი გაკეთებული რამე? მეც მინდა ფილმის გადაღება და გამოვაჩხადო? ასე ცყდება ეს პრობლემა? თემა თავისთავად კარგი და სშურია, მაგრამ ასეთი მიდგომით ფილმები არ იქმნება. საართველოში ბევრი ნიჭიერი რეჟისორი ვერ შოულობს დაფინანსებას,რომ არაფერი ვთქვათ სხვა უამრავ სოციალურ პრობლემებზე.თაკო ჩხეიძეს თუ ეს მიაჩნია სირცხვილად, შეუზლია თვითონ დააინანსოს. როცა აპრიორში ამბობ რომ ასეთ თემატიკაზე ფილმი აუცილაბლად უნდა გადავიღოთო და არ გაინტერესებთ არც სცენარი,არც გადამღები ჯგუფის ბექგრაუნდი,არც ცარმოების გეგმა, უკვე არასერიოზულია.
20:55 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინა
რეკლამა ვერ გადაუღიათ... ამ გამოციებული და არაფრისმთქმელი ვითომ ლამაზი სახეებით რას გააკეთებენ... თან როგორ იყენებენ ფარად სარწმუნოებას... სიყალბეა და მეტი არაფერი
14:50 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრე
რა თაკო ჩხეიძე რა ფილმი რა ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი? ამ უსირცხვილო არაპროფესიონალებმა და რამე რეალური პროდუქცია გვანახონ მაგათი გაკეთებული სანამ თავის ქებას დაიწყებენ! სირცხვილი და მორიდება არ ააქვთ.. დავცინოთ..
14:16 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თუ შემოწირულობით ფილმის გადაღებაზეა საუბარი, იმ რეჟისორებს დავეშუროთ, ვინც შედევრები შექმნეს და უსახსრობის გამო დღეს ფილმებს ვერ იღებენ. ახლა არ დაიწყოთ, შენგელაიებს დასახმარებელი რა ჭირთო? შენგელაიებს არა, ქართულ კინოს და კულტურას ჭირს, რომ ასეთი რეჟისორები ცდებიან, მათი გაცდენილი ყოველი დღე ქართულ კულტურას აკლდება. შევქმნათ ფონდი, რომ მაგათ გადაიღონ ფილმები, სასიამოვნო და ქართული რომ იქნება, აზრიც რომ იდება შიგ და თანაც გასაგები, წინასწარ ვიცით. სულ მცირე, სასიამოვნოდ სანახავი ხომ იქნება, რასაც ვერ იტყვი თანამედროვე ქართულ კინოზე. გიორგი კერესელიძეს პატივს ვცემ, მაგრამ ჯერ სხვა რამეები გვაჩვენეთ მისი გადაღებული, რომ შევაფასოთ და ფულის შეგროვების ხასიათზე მოვიდეთ. წმინდა ნინოს სახელით რატო სპეკულირებთ??!!
12:29 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
გოგონა არაჩვეულებრივია.მთავარია ისეთი რამე არ გადაიღონ მერე ტანისამოსი შემოვიხიოთ ქართველებმა:)
03:14 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სადაა მერე ბიძინა, დააპინანსოს თუ მართლა მართალი კაცია, თუ არჩევნებმა უკვე ჩაიარა და აღარ არის საჭირო თავის გამოდება
03:00 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ქართველების ჩვეული სენი. საქმის ბოლოდან დაწყება."ჩვენ დავიწყოთ და რაღაც გამოჩნდება".იმხელა სახსრები შედის ეკლესიაში,რომ არა მგონია პრობლემა იყოს ერთი ფილმის გადაღება.
23:09 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ამ ფილმის სცენარი დაწერა ამერიკაში მცხოვრება ქართველმა გია კერესელიძემ იგია რეჯისორიც , ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო, თუმცა ბიუჯეტის სიმცირის გამო მიმდინარეობს ძალიან ნელა, რეჯისორი საკუთარი სახსრებით იღებს ფილმს, საერტოდ არავის არ გამოუტქვამს საქართველოში დაფინანსების სურვილი ჩვენდასამწუხაროდ
21:55 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS