15 სექტემბერი, 2017
"გთხოვთ არ გაატაროთ ეს პოსტი" - ნიჭიერ მომღერალს თანადგომა სჭირდება
ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მანუ მურღულია პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა.

მან "ბერკლის" უნივერსიტეტში სასწავლებლად 30 პროცენტიანი დაფინანსება მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანუს მამიდა წერს: ჩემო მეგობრებო!!!! არასდროს არაფერი მითხოვია ჩემთვის!!! არც ერთი თეთრი! ჩემი, ახლა უკვე თამამად და ობიექტურად მინდა ვთქვა, ძალიან ნიჭიერი ძმისშვილი მიიღეს პლანეტის საუკეთესო მუსიკალურ სასწავლებელში, ბერკლიში!!! ეს წერილი მათგან ახლახან მოუვიდა!!!

მიიღო სრული თანხის, 68000 დოლარის 30 პროცენტი დაფინანსება. გვჭირდება დანარჩენი თანხა!!!
გთხოვთ, არ გაატაროთ ეს
პოსტი გულგრილად და დამეხმაროთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ ეს თანხა რაც შეიძლება სწრაფად მოგროვდეს და ვიცი, რომ საქართველოში არსებობენ კეთილი ადამიანები...

თქვენი თანადგომის იმედი მაქვს... ვისთვისაც ტალანტი მნიშვნელოვანია..." - წერს ნიჭიერი გოგონას მამიდა.

მანანიკო მურღულიას მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ.

ასე რომ გავერთიანდეთ მისი ოცნების ასასრულებლად, რადგან მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS