16 და 17 სექტემბერს "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტები ჩაიშალა. ამის მიზეზი, გიტარისტის ტრავმა გახდა, რომელმაც ხელი მოიტეხა.
კონცერტები მომავალი წლისთვის გადაიდო, რასაც ხალხის გაღიზიანება მოჰყვა.
სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ელტონ ჯონის წერილი გავრცელდა, სადაც ის ჩაშლილი კონცერტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი შოუების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ ის მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის და ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, შეგხვდებით ძალიან მალე!..“