13 სექტემბერი, 2017
"გვარამია უფრო ეზიზღება ხალხს ვიდრე მაგ სერიალში წამოჭრილი პრობლემები" - "ჩცდ"-ს ახალი სეზონი სკანდალის მიზეზი გახდა
15 სექტემბერს "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი დაიწყება. სერიალის თიზერი, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და უკვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

როგორც ჩანს, ახალ სეზონზე სერიალში, ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან. თიზერში ჩანს, რომ ახალ სეზონზე სასულიერო პირების გარშემო განვითარდება მოვლენები, საზოგადოების აღშფოთება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

"რა უნდა გითხრათ ადამიანმა ... სულმდაბლობის უმაღლეს დონეს რომ მიაღწიეთ...", "ამ სცენის ყურების გამო ათეისტი კი არ გახდები , როგორც ზოგიერთებს ჰგონია, პირიქით მიასმაგდება რწმენა სამყაროს შემოქმედის მიმართ, ბიბლიას თუ
წაიკითხავთ , ნახავთ ყველა საუკუნეში იყო ასე გამაფიოზებული სამღვდელოება და ამას ასაჯაროებს ბიბლია, თითზე ჩამოსათვლელი იყო ნამდვილი ღვთის მოშიში და ეს სცენა ზუსტად ასახავს ქართულ რეალობას, მოდას აყოლილ რელიგიურობა", "ოღონდ ერთი რამე გახსოვდეთ, გვარამია უფრო ეზიზღება ხალხს ვიდრე მაგ სერიალში წამოჭრილი პრობლემები", "როგორ რეალობასაც არ უნდა ასახავდეს ძალიან არასწორია ამ დოზით სასულიერო პირების განხილვა. სულ მცირე შეურაცხყოფაა სარწმუნოების და მათი ვინც უფალს მიუძღვნა თავი" - წერენ კომენტარებში.

პოლემიკაში სასულიერო პირი, მამა ილია ჭიღლაძეც ჩაერთო: "ტანსაცმელი პატრიარქის აცვია და ჯვარი - იღუმენის აქვს"- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. რასაც მამა ილია პასუხობს: "ეპისკოპოსია წარმოდგენილი მანდ თავისი მონა-მხევლებით, მთავარი დედააზრი ეგაა, აქსეუარების პირობითობა უფრო სარკასტულს ხდის რეალობას. აი, ცოცხალი კადრები რომ გაგიელვებს საკუთარი გამოცდილებიდან" - წერს სასულიერო პირი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მეა-ს
მე მგონოა რომ ამ სერიალის პოპულარობა მაღალი დონის იუმორის და ქართული ხასიათების დამსახურებაა. რაც შეეხება შეკვეთილ იდეოლოგიურ წიაღსვლებს -ეს მხოლოდ დამკვეთ-შემსრულებლებს აინტერესებთ
15:14 / 16-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მეა
ეს სერიალი იმიტომ მიყვარს, რომ ზუსტად ასახავს ჩვენს დღევანდელ, რეალურ ცხოვრებას! ყველაფერი აბსოლუტურად: დაწყებული ცოლ-ქმრული ურთიერთობიდან და რელიგიით დასრულებული, 100%_იანი რეალობაა!
15:22 / 14-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS