16 დეკემბერი, 2013
სოფო ბედიას ახალი სიყვარული მიშა მესხია
ჩემი გრძნობა დროებით ცალმხრივი იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სოფოსაც ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ზაფხულში, მომღერალი სოფო ბედია, ქმარს ოფიციალურად დაშორდა. ყვითელ პრესაში გაჩნდა ეჭვი, რომ მიშა შაყულაშვილის და სოფოს ოჯახი, რომელიც ხუთ წელზე მეტს ითვლიდა, მესამე პირმა დაანგრია.

სოფოს და მისი მეუღლის დაშორებიდან ძალიან მალე ''ფეისბუქზე'' გავრცელდა ფოტო, სადაც სოფო ვიღაც ბიჭს კოცნიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ბიჭი ცხრამეტი წლის ხვიჩა ხოჯავა იყო.

თუმცა, ამ ფოტოზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ
ფოტოშოპი იყო. ამ ამბების შემდეგ სოფოს, მოძღვარმა ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე საუბარი აუკრძალა...

მკითხველს თითქმის დაავიწყდა, სოფოს გარშემო ატეხილი სკანდალი, მაგრამ მის პირად ცხოვრებაში სიახლეა და ''რეიტინგი'' ამის შესახებ, როგორც ყოველთვის პირველი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მომღერლის რჩეულთან.

სოფოს ახალი სიყვარული, უფლებადამცველი და პოლიტპატიმარი მიშა მესხია. მიშამ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა.

- მიშა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ და სოფო ბედია შეყვარებულები ხართ.
- ნამდვილად ასეა.
- დიდი ხანია, სოფოს იცნობთ?
- სიმართლე გითხრათ, მე და სოფო სიყვარულში ერთმანეთს ახლახანს გამოვუტყდით.
-  სოფოს შემოქმედებას თუ იცნობთ?
- ყოველთვის ისეთი საქმიანობით ვიყავი დაკავებული, რომ კონცერტებზე არ დავდიოდი. თუმცა, რასაკვირველია, ვიცოდი, ვინ იყო სოფო ბედია. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავიცანით, ამ ადამიანმა ისეთი დადებითი ემოცია დატოვა ჩემში, რომ შემიძლია, ვთქვა, ასეთი შეყვარებული არ ვყოფილვარ. აქამდე სულ მეგონა, რომ ცხოვრებაში ერთი გოგო მიყვარდა, მაგრამ თურმე ისიც არ მყვარებია, რადგან სოფომ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მივხვდი, მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. გაცნობიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ მე ავუხსენი სიყვარული. ჩემი გრძნობა დროებით ცალმხრივი იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სოფოსაც ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს.

Rating

- როგორი გეგმები გაქვთ?
- ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზულია. გავიცანი მისი ოჯახის წევრები.
- ალბათ ბავშვსაც იცნობთ.
- ბავშვს მანამდე ვიცნობდი, სანამ ოჯახის წევრებს გავიცნობდი. ბავშვი ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვიცი ვის ვიყვარებ. ამ ეტაპზე ვერ გეტყვი, ერთ თვეში დაქორწინებას ვგეგმავთ-მეთქი. ჯერ კარიერა მაქვს ასაწყობი და ჩვენც დავლაგდებით. დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ვტკბებით სიყვარულით. ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზულია და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს დროებითია.
- თქვენ მღერით?
- ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და პოლიტიკაში ვარ ჩართული. სიმღერისგან ძალიან შორს ვარ.
- სოფოს რეპერტუარი ალბათ კარგად იცით. მისი სიმღერიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?
- სოფოს სიმღერიდან ძალიან მიყვარს ''იებით ხელში''. ეს სიმღერა ტელეფონშიც კი მაქვს ჩაწერილი და როცა სოფო ჩემს გვერდით არაა, ვუსმენ ხოლმე.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
მაკო
აუ რა ბოროტები ხართ, რამ გაგამწარათ ასე, უფრო მეტად ქალები? რა თქვენი საქმეა სხვისი ცხოვრება, საკუთარ სულებში ჩაიხედეთ და მერე სხვებზე გააკეთეთ კომენტარი. ამ ქვეყანას არაფერი ეშველება...
10:01 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასო
უკვე აღარაფერი აღარ უკვირს ერს :))) სოფო თხოვდება სოფოს საყვარელი სოფოს ცივა სოფოს თბილა :))) არადა მამამისზე მსმენია ასეთი მამის შვილი რამ გაამწარა ამ კაცებზე ვერ ვხვდები
01:47 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
გასაკვირვი არაფერია:))) მამაკაცებოოო ფრთხილად იყავით თუ ქალს მოაკლებთ კურადღებას ესე მოხდება:))) დამთავრდა . ჩაბარდა წარსულს:))......
20:10 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
...
რა ადვილად უყურებს ეს ხალხი ყველაფერს რა...
19:34 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლონდა
ძალიან კარგი ბავშვია მიშა მე მიტინგებიდან მახსოვს ბედნიერები ყოპილიყავით
18:29 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
სად პოულობ?
18:13 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
froidi
დასანანია სოფო, რამ დაგაბრმავა?! ....
18:11 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბედნიერებას უსურვებ
ეს სოფო ნორმალური ადამიანი მეგონა ...ეტყობა გალაკტიკის იქეთ დაფრინავს ...
17:55 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
გავგიჟდი რა, ამ ქალებს რა დაემართათ, ნორმალურად გაშორებულები არ არიან, რომ უცებ ახლებზე ქორწინდებიან. ეზოში დაბმული ხომ არ ყავთ რეზერვები.
17:23 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ვაიმე, ამ გოგომ ხომ ვერ დაისვენა :)
17:11 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS