15 დეკემბერი, 2013
რა დაარქვა მესამე ბიჭს თიკა ფაცაციამ
ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი. 
„ნიჭიერს“ ერთი წამყვანი გამოაკლდა. ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ნიკა გრიგოლიაზე „ეჭვიანობდა“ , მარტო დარჩა, რადგან ორი დღის წინ მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ იმშობიარა.

თიკა არა მარტო გმირი დედა, არამედ გმირი წამყვანიცაა, რადგან მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ფილარმონიის სცენიდან „ნიჭიერის“ კონცერტი მიჰყავდა.

მართალია, ტელეწამყვანი თავიდან ფეხმძიმობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას ამის შესახებ
მთელმა საქართველომ შეიტყო.

ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.

ალბათ, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათში სხვადასხვა სააგენტომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. ბავშვის სახელი კი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.

ზოგი წერდა, რომ თიკას გოგონა შეეძინა, ზოგიც ტელეწამყვანს ბიჭის შეძენას ულოცავდა. რეალურად კი მესამე ბიჭის დედა გახდა. თიკას პირველ შვილს ანდრია ჰქვია, მეორეს - იოანე, მესამე ვაჟს კი ალექსანდრე დაარქვა.

ტელეწამყვანს ვულოცავთ მესამე შვილის შეძენას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ. წაიყვანს თუ არა „ნიჭიერის“ ფინალს, ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოგაწოდებთ ინფორმაციას.

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
დალი
ბედნიერება შენს შვილებს თიკა
12:02 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
თიკა, გილოცავ. ბედნიერი დედა იყავი, გაგიზარდოს ღმერთმა ჯანმრთელი და სასახელო ♥
11:37 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინის
რა ბოღმა ხარ თუ შურიანი? როგორ შეიძლება ვინმეს არ უხაროდეს სამი ქარტველი,სამი ჯანმრტელი დასამი ნორმალური წევრი შეემატება საზოგადოებას.გვიმრავლოს!
09:07 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილი
გილოცავტ და მიხარია ძალიან, ლამაზ მშობლებს ლამაზი შვილები ეყოლება თანაც სამი ბიჭი!
09:01 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
Aუ არ gvkidiა amis orsulobაც mSobuarobac და ბავშვიც
05:00 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იოანა
გილოცავთ,ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ მთელ ოჯახს.ბედნიერი დედა ხარ.
21:23 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შენ, ქალაქში ყველაზე კარგო ქალო, გილოცავ ვაჟიშვილს ,გისურვებ ყველაფერ კარგს და მთელი ოჯახის ჯამრთელობას. გვიხარია რომ ასეთი კარგი ქალი ხარ. მიყვარხარ.
20:56 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიაკო
თიკა, გილოცავ. ძალიან საყვარელი ხარ და მართლაც გმირი დედა. გაიხარე
19:11 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS