15 დეკემბერი, 2013
რა დაარქვა მესამე ბიჭს თიკა ფაცაციამ
ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი. 
„ნიჭიერს“ ერთი წამყვანი გამოაკლდა. ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ნიკა გრიგოლიაზე „ეჭვიანობდა“ , მარტო დარჩა, რადგან ორი დღის წინ მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ იმშობიარა.

თიკა არა მარტო გმირი დედა, არამედ გმირი წამყვანიცაა, რადგან მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ფილარმონიის სცენიდან „ნიჭიერის“ კონცერტი მიჰყავდა.

მართალია, ტელეწამყვანი თავიდან ფეხმძიმობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას ამის შესახებ
მთელმა საქართველომ შეიტყო.

ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.

ალბათ, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათში სხვადასხვა სააგენტომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. ბავშვის სახელი კი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.

ზოგი წერდა, რომ თიკას გოგონა შეეძინა, ზოგიც ტელეწამყვანს ბიჭის შეძენას ულოცავდა. რეალურად კი მესამე ბიჭის დედა გახდა. თიკას პირველ შვილს ანდრია ჰქვია, მეორეს - იოანე, მესამე ვაჟს კი ალექსანდრე დაარქვა.

ტელეწამყვანს ვულოცავთ მესამე შვილის შეძენას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ. წაიყვანს თუ არა „ნიჭიერის“ ფინალს, ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოგაწოდებთ ინფორმაციას.

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ტინიკო
გილოცავ ტიკა,ბედნიერი დედა ხარ ,სამ ვაჯკაცს უზრდი საქარტველოს
16:46 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გაიხარეთ!
თიკუშ გილოცაააააააავ!!!!!!!! მეოთხე გოგო იქნება!!!:)
16:31 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
თიკაა გილოცავვ და ძალიან მიყვარხარრ
16:21 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ღმერთმა სასახელო გაგიზარდოს,თიკა... მომილოცაააააააავს
15:43 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მართა
გილოცავვვვ თიკა ძალიან ძალიან მიყვარხარრრრრრ
15:43 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
თიკა გილოცავ, გმერტმა სასახელო და ჯანმრტელი ვაჟკაცები გაგიზარდოს,მართლაც ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანი ხარ,გარეგნულადაც და სულითაც, ბევრს შენს ადგილზე რაგაც-რაგაცეები თავში აუვარდებოდა, შენ კი არა,ძალიან დადებითი ენერგია მოდის შენიდან და ეს ძალიან გვახარებს
15:08 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
თიკა გილოცავ მართლაც გმირი დედა ხარ.
14:51 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვაიმე მარტო სახელებით გაგიხარდება ეს ბავშვები.. ყოჩაღ თიკას.. ქართველს უნდა ერქვას ქართული სახელი.. ძალიან კარგი ადამიანია თიკა და ვულოცავ გულით
14:47 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამილა
ვულოცავ თიკას!მართლაც ყველანაირად მისაბაძი ხარ! გაიხარე და ღმერთმა ამრავლოს შენისთანები საქართველოში!
13:28 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დაჯი
თიკა მე მგონია ერთადერთი სახეა ქართულ ტელესივრცეში,რომელიც არ იწვევს არავის გაღიზიანებას და ყველა სიყვარულით მოიხსენიებს. ბედნიერ დედობას ვუსურვებ. ყველას ძალიან გვიყვარს
12:13 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS