15 დეკემბერი, 2013
რა დაარქვა მესამე ბიჭს თიკა ფაცაციამ
ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი. 
„ნიჭიერს“ ერთი წამყვანი გამოაკლდა. ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ნიკა გრიგოლიაზე „ეჭვიანობდა“ , მარტო დარჩა, რადგან ორი დღის წინ მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ იმშობიარა.

თიკა არა მარტო გმირი დედა, არამედ გმირი წამყვანიცაა, რადგან მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ფილარმონიის სცენიდან „ნიჭიერის“ კონცერტი მიჰყავდა.

მართალია, ტელეწამყვანი თავიდან ფეხმძიმობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას ამის შესახებ
მთელმა საქართველომ შეიტყო.

ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.

ალბათ, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათში სხვადასხვა სააგენტომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. ბავშვის სახელი კი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.

ზოგი წერდა, რომ თიკას გოგონა შეეძინა, ზოგიც ტელეწამყვანს ბიჭის შეძენას ულოცავდა. რეალურად კი მესამე ბიჭის დედა გახდა. თიკას პირველ შვილს ანდრია ჰქვია, მეორეს - იოანე, მესამე ვაჟს კი ალექსანდრე დაარქვა.

ტელეწამყვანს ვულოცავთ მესამე შვილის შეძენას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ. წაიყვანს თუ არა „ნიჭიერის“ ფინალს, ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოგაწოდებთ ინფორმაციას.

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
თამრიკო
გილოცავ ბიჭის შეძენას ღმერთმა ბედიერი დედა გამყოფოს მთელი ცხოვრების მანძილზე გილოცავ ბარბარობას გფარავდეს მისი მადლი ყველაზე მაგარ ქალი და ადამიანი ხარ!!
09:17 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
თიკა ფაცაციასაგან საოცარი დადებითი იმპულსი იგრძნობა ყოველთვის.ის არც შიშველი დარბის ქუჩაში და არც ბიკინებით პოზირებს,მაგრამ უაღრესად მიმზიდველი ქალბატონია.ღმერთმა სამი შვილით დააჯილდოვა.მის ოჯახს სიმყარესა და დიდ სიხარულს ვუსურვებ.
00:14 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მალხაზი ბაბილუა
ღმერთმა გაუზარდოს ვულოცავ თიკას კიდევ მესამე ვაჟკაცის შეძენას. ღმერთმა ამრავლოს
23:49 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ბედნიერი დედა-შვილობა გქონოდეთ, გამრავლდით!!!!!!!!
21:36 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ გამრავლდით და გაიხარეთ
21:33 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
გილოცავ!! ულამაზესი და Yველაზე მაგარი ადამიანია. ნამდვილი მეგრული სილამაზე აქვს!!!!!! თიკა ყველაზე მაგარი ხარ საკართველოშიიი , ყველას უყვარხარ შენი უშუალობით და კარგი თვისებებით...
20:13 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
გიილოოცაავ,ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს
19:51 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვულოცავ თიკას მესამე შვილს..უფალი ფარავდეს მის ოჯახს..ძალიან მომწონს თიკა..
18:09 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
alina
gilocav.gmertma sasaxelo gagizardoს
16:57 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტინიკო
შვილების სიყვარულში დავბერდები, მათვის ლოცვაში გავთეთრდები, ფეხქვეშ ფიანდაზად დავეგები, სიკეთის ხიდად გავედები. გულზე მალამოდ დავადნები, სიკეთის მაცნედ დავაცხრები, ბედნიერების საწუთროზე მათ გულებს თბილად დავედები *****
16:50 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS