15 დეკემბერი, 2013
რა დაარქვა მესამე ბიჭს თიკა ფაცაციამ
ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი. 
„ნიჭიერს“ ერთი წამყვანი გამოაკლდა. ვანიკო თარხნიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს ნიკა გრიგოლიაზე „ეჭვიანობდა“ , მარტო დარჩა, რადგან ორი დღის წინ მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ იმშობიარა.

თიკა არა მარტო გმირი დედა, არამედ გმირი წამყვანიცაა, რადგან მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ფილარმონიის სცენიდან „ნიჭიერის“ კონცერტი მიჰყავდა.

მართალია, ტელეწამყვანი თავიდან ფეხმძიმობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისას ამის შესახებ
მთელმა საქართველომ შეიტყო.

ორი თვის წინ, როდესაც თიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ბავშვის სქესი დამალა, გვითხრა, რომ წინასწარ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი.

ალბათ, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათში სხვადასხვა სააგენტომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. ბავშვის სახელი კი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა.

ზოგი წერდა, რომ თიკას გოგონა შეეძინა, ზოგიც ტელეწამყვანს ბიჭის შეძენას ულოცავდა. რეალურად კი მესამე ბიჭის დედა გახდა. თიკას პირველ შვილს ანდრია ჰქვია, მეორეს - იოანე, მესამე ვაჟს კი ალექსანდრე დაარქვა.

ტელეწამყვანს ვულოცავთ მესამე შვილის შეძენას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ. წაიყვანს თუ არა „ნიჭიერის“ ფინალს, ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოგაწოდებთ ინფორმაციას.

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ლიკა
თიკა მარტლა ძალიან მიყვარხარ,ძალიან კარგი ადამიანი ხარ.მეც გილოცავ და გისურვებ ყველაფერ კარგსა და საუკეტესოს
11:51 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
თიკა მაგარი ჯიგარი ადამიანი ხარ.ღმერთმა დაგლოცოს
17:17 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიკა
კარგი ხარ, თბილი, ტკბილი და საყვარელი, გამრავლდი და გაიხარე, თითზე დასათვლელი ადამიანი ხარ, მე ასე ვხედავ
16:45 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
არ გიცნობ,მაგრამ ეკრანიდანაც ჩანს,რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!ბედნიერ დედობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ შენს შვილებთან და ოჯახთან ერთად!
14:20 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათოლუ
თიკას დანახვა სულ კარგ ხასიათზე მაყენებს, მოდის მისგან დადებითი, თბილი აურა. ამრავლოს ღმერთმა
18:08 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS